ნიკოლოზ ქოიავა (დ. 1892, ოჩამჩირე — გ. 1967, თბილისი) — ქართველი პროფესორი და ეკონომისტი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1917 წელს დაამთავრა კიევის კომერციული ინსტიტუტი. 1919 წლის 3 იანვრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ, სხვა წარჩინებულ ახალგაზრდასთან ერთად, უნივერსიტეტში პროფესორად დატოვა. 1919 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1920-1923 წლებში იყო გერმანიაში პროფესორობისათვის მოსამზადებლად. 1937-1967 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსებისა და კრედიტის კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1945-1952, 1957-1960 და 1966-1967 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი. 1961-1964 წლებში უნივერსიტეტის პრორექტორი. მისი შრომები ეხება ეკონომიური თეორიის, ფულის მიმოქცევის, კრედიტისა და ფინანსების საკითხებს. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი 1942, პროფესორი 1933.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ლილუაშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 457.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება