ნიკოლოზ პიმონენკო

ნიკოლოზ პიმონენკო (უკრ. Пимоненко Микола Корнилович; დ. 9 მარტი, 1862, კიევი — გ. 26 მარტი, 1912, კიევი) — უკრაინელი ფერმწერი. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1882–1884), იყო ვლადიმერ ორლოვსკის მოწაფე. ასწავლიდა კიევის ხატვის სკოლაში (1884–1900), "პერედვიჟნიკების" ამხანაგობის წევრი (1899; 1893 წლიდან ექსპონენტი). მის სურათებში პოეტურადაა წარმოსახული უკრაინელი ხალხის ყოფა და შრომა. პიმონენკოს სურათებში ჟანრული სცენები ხშირად ერწყმის პეიზაჟს ("ჭექა-ქუხილის წინ" (1906), უკრაინის ხელოვნების მუზეუმი, კიევი). შექმნა აგრეთვე დრამატული, მამხილებელი სურათები ("ფანატიზმის მსხვერპლი" (1899), ხარკოვის ხელოვნების მუზეუმი).

ნიკოლოზ პიმონენკო

ავტოპორტრეტი
დაიბადა 9 მარტი, 1862
დაბადების ადგილი კიევი
გარდაიცვალა 26 მარტი, 1912
გარდაცვალების ადგილი კიევი
ეროვნება უკრაინელი
ჟანრი საჟანრო ფერწერა

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება