ნიკოლოზ ლალიაშვილი

ნიკოლოზ (ნიკა) ლალიაშვილი (დ. 17 დეკემბერი, 1973, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

ნიკოლოზ ლალიაშვილი
დაბადების თარიღი 17 დეკემბერი, 1973 (1973-12-17) (50 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2005 წელს მიენიჭა სამეცნიერო ხარისხი „ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი“. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გიორგი თარგამაძე — ქრისტიან-დემოკრატები“. 2019 წელს ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ხოლო 2020-2021 წლებში „იმედის“ გენერალური დირექტორი.[1] 2022 წლიდან არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში.[2] 1997-2005 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მიღებული აქვს სამხედრო წოდება „პოლკოვნიკი“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „იმედის“ გენერალურ დირექტორად ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინიშნა“. Civil.ge. 5 სექტემბერი, 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აპრილი, 2021. ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  2. ცქიფურიშვილი, ნათია (17 ნოემბერი, 2022). „ნიკოლოზ ლალიაშვილი ყაზახეთში ელჩად დაინიშნა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)