ნიკოლოზ ბუში
ნიკოლოზ ადოლფის ძე ბუში (რუს. Буш Николай Адольфович; დ. 10 ნოემბერი [ძვ. სტ. 29 ოქტომბერი], 1869, სლობოდსკი — გ. 7 აგვისტო, 1941, ბელოზერსკი) — რუსი ბოტანიკოსი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1920 წლიდან). სწავლობდა ყაზანის უნივერსიტეტში და შემდეგ პეტერბურგის სატყეო ინსტიტუტში. 1895 წლიდან მუშაობს იურევის (ტარტუს) უნივერსიტეტში, 1902 წლიდან პეტერბურგის ბოტანიკურ ბაღში, 1912-1931 წლებში პეტერბურგის ბოტანიკურ მუზეუმში, ხოლო 1931 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში.
ნიკოლოზ ბუში | |
---|---|
დაბ. თარიღი | 29 ოქტომბერი (10 ნოემბერი), 1869 |
დაბ. ადგილი | სლობოდსკოი[1] |
გარდ. თარიღი | 7 აგვისტო, 1941[1] (71 წლის) |
გარდ. ადგილი | ბელოზერსკი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | ბოტანიკოსი |
მუშაობის ადგილი | ტარტუს უნივერსიტეტი, დერპტის უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის ბოტანიკური ბაღი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბეხტერევის კვლევითი ინსტიტუტი და კომაროვის ბოტანიკის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | ყაზანის უნივერსიტეტი და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სატყეო-ტექნიკური უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მეცნიერების დოქტორი |
ჯილდოები | ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის მედალი |
ნიკოლოზ ბუშის ძირითადი შრომები ეხება კავკასიის, აგრეთვე ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ფლორისა და მცენარეულობის საკითხებს. აღწერა კავკასიის ფლორის არაერთი სახეობა. შეადგინა ჩრდილოეთ ოსეთის და სხვა მხარეების ბოტანიკურ-გეოგრაფიული რუკები. 1894-1911 წლებში მოგზაურობდა კავკასიაში. ერთხელ ექსპედიციაში ყირიმში იმყოფებოდა. ციმბირის ტერიტორია დაყო ბოტანიკურ-გეოგრაფიულ ოლქებად.
მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ ბუში დააჯილდოვა პრჟევალსკის სახელობის მედლით.
თხზულება რედაქტირება
- Курс систематики высших растений, 2 изд., М., 1944.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 Буш Николай Адольфович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.