ნიკოლა ლეგროტალიე

ნიკოლა ლეგროტალიე (დ. 20 ოქტომბერი, 1976, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, სერია A-ს კლუბ „კატანიას“ ცენტრალური თავდამსხმელი.

ნიკოლა ლეგროტალიე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ნიკოლა ლეგროტალიე
დაბადების
თარიღი
20 ოქტომბერი, 1976
დაბადების
ადგილი
ბარი
სიმაღლე 185
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ნომერი 6
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
კატანია
ეროვნული ნაკრები
იტალია
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ნიკოლა ლეგროტალიე დაიბადა 1976 წელს, ბარის პროვინციაში . ის უკვე 17 წლის იყო, როდესაც „ბარის“ რიგებში პირველად ითამაშა. შემდეგ იყო იჯარის წესით ჯერ „პისტუაში“, შემდეგ „პრატოში“. „ბარიში“ 1998 წელს დაბრუნდა, მაგრამ პირველივე შემოთავაზება მიიღო და თავი ამოყო „მფრინავ ვირებში“, ანუ ვერონის „კიევოში“. აი სწორედ „კიევო“ იყო გუნდი, სადაც ნიკოლამ თავისი შესაძლებლობები გამოავლინა დადებითი კუთხით. 2000 წელს „კიევო“ გადავიდა სერია A-ში და ჰქონდა საოცარი პირველი წრე, სწორედ იმ გუნდის ერთ–ერთი მამოძრავებელი ძალა იყო ნიკოლა.

2002 წელს ლეგრო ნაკრებშიც მიიწვიეს, მაგრამ კონკურენციას ვერ გაუძლო. მალდინი, ნესტა, კანავარო, მატერაცი, ფერარა, კოსტაკურტა, იულიანო და მრავალი უმაღლესი კლასის ფეხბურთელები.

2003 წელს კი ნიკოლა გადავიდა „იუვენტუსში“ მისი ტრანსფერი ძალიან ძვირი დაჯდა — 8 მილიონი $ და კიდევ 3 ფეხბურთელი მისცა „იუვემ“ „კიევოს“: ჯუზეპე სკული, მატეო პარო, დანიელე გასკანდელო. პირველი სეზონი ლიპის მეთაურობით კარგად ჩაატარა და 21 თამაშში 2–ჯერ გაიტანა. მოიგო სკუდეტო. შემდეგ გუნდი ფაბიო კაპელომ ჩაიბარა და ლეგროტალიემ 5 თვეში 2 ჯერ ითამაშა და ზამთარში გაანათხოვრეს „ბოლონიაში“. 2005–2006 წლის სეზონი „სიენაში“ გაატარა და ბრწყინვალე თამაშები ჩაატარა. 2006 წელს იყო კალჩო სკანდალი და „იუვენტუსი“ სერია B-ში მიაბრძანეს. გუნდი განახევრდა და ლეგროტალიე გუნდში დააბრუნეს. მათ მოიგეს სერია B და გადმოვიდნენ უმაღლეს ლიგაში.

2007 წელს „იუვენტუსი“ კლაუდიო რანიერიმ ჩაიბარა და ნიკოლა ლეგროტალიე გუნდის უცვლელი წევრი იყო. ცენტრში ჯორჯო კიელინის და ნიკოლას კარგი თამაშით „იუვენტუსმა“ 14 თამაში 9 ბურთი გაუშვა და იუვემ ლიგის საგზური მოიპოვა. მას კონტრაქტი გაუხანგრძლივეს 2010 წლამდე. შემდეგ გუნდი ჩაიბარა ლუიჯი დელ ნერიმ და მას სათამაშო პრაქტიკა აღარ ჰქონდა, თანაც მის მიმართ ნდობაც დაკარგეს. აი 2011 წელს ზამთარში მიიღო შემოთავაზება „მილანისგან“ და იგიც უყოყმანოდ დათანხმდა. მართალია ჯერ მას 1 თამაში აქვს ჩატარებული, მაგრამ მისი აზრით იყო „მილანის“ წევრობა უკვე მიღწევაა. „იუვენტუსმა“ კი ეს ფეხბურთელი არ დააფასა და 7 წლის შემდეგ უსახელოდ წავიდა. ნაკრების კარი მარჩელო ლიპიმ დაუხურა 2010 წელს, ბოლო წუთამდე იცოდა , რომ 23 კაციან სიაში იყო. ნაკრებში ჩაატარა 16 მატჩი და გაიტანა 1 გოლი . მისი საყვარელი წიგნია ბიბლია, არის ძალიან რელიგიური და ატარებს აქციებს , სადაც ჰომოსექსუალიზმს ცოდვას უწოდებს და აკრიტიკებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ამას კარგ ტონად იღებს. გამოცემული აქვს ავტობიოგრაფიული წიგნი და გეგმავს გამოსცეს კიდევ ერთი წიგნი.