ნიკარაგუის მუსიკა

ნიკარაგუის მუსიკის თემები
გარიფუნას მუსიკა პალო დემაიო
რეგეატონი კუმბია
პოპი როკი
მარიმბას მუსიკა პოპი
ფოლკლორი მერენგე
რეგაე სოკა
ბაჩატა პუნტა
სერთო ჟანრი და ნიმუში
ცენტრალური ამერიკის მუსიკა
ბელიზი - გვატემალა - კოსტა-რიკა - ნიკარაგუა - პანამა - სალვადორი - ჰონდურასი

ნიკარაგუის მუსიკა წარმოიშვა ადგილობრივი და ევროპული, განსაკუთრებით ესპანური,მუსიკალური გემოვნების შერევით. მუსიკალურ ინსტრუმენტებს შორის აღსანიშნავია მარიბა და სხვა სახის მუსიკალური საკრავები, რომლებიც გავრცელებულია კარიბის ზღვის აუზში. ნიკარაგუაში პოპმუსიკის შემსრულებლებს შორის არიან კუბელი, ბრაზილიელი, პანამელი, ევროპელი და ამერიკელი მომღერლები.

ნიკარაგუელები ტკბებიან თავისი ეროვნული თუ ადგილობრივი მუსიკით, ისევე როგორც მათთვის მისაღებია მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის მუსიკა. ნიკარაგუელებში პოპულარულია დომინიკის რესპუბლიკის ბაჩატა და მერენგე, იამაიკური რეგაე, პანამური რეგეატონი და კოლუმბიური კუმბია. ახალგაზრდებში განსაკუთრებით პოპულარულია მძიმე მეტალი და როკი.

მუსიკის ჟანრები რედაქტირება

ნიკარაგუულ რიტმებში ჟღერს ენდოგენური, ევროპული და აფრიკელი მონების ჰანგები. მუსიკალური ჟანრები ნიკარაგუის მასშტაბით განსხვავებულია. კარიბის ზღვის სანაპიროს მუსიკაზე ინდიელებისა და შავკანიანების გავლენა გამოკვეთილია. წყნარი ოკეანის სანაპიროზე კი ესპანური და ინდიელების მუსიკალური კულტურა ეზავება ერთმანეთს. სხვა ვითარებაა ნიკარაგუის ცენტრალურ მთიანეთში. აქ მაინც დომინირებს ევროპული მუსიკა, რაც გამოწვეულია, იმით, რომ მნიშვნელოვანი დიასპორა ცხოვრობს ევროპიდან, გერმანიიდან, იმიგრირებულთა. ევროპული ცეკვები პოლკა და მაზურკა ასევე ცნობილია ნიკარაგუელი მუსიკის მოყვარელებისთვის.

ნიკარაგუის კარიბის სანაპიროზე ცნობილია პალო დე მაიოს ცეკვა, რომელიც არის ძალზედ ცოცხალი და ვნებიანი საცეკვაო მუსიკა. ნიკარაგუაში მცხოვრებ გარიფუნას თემს აქვს თავისი მუსიკა პუნტა.

ცხოვრება ნიკარაგუაში
 
ხელოვნება
კინო
სამზარეულო
კულტურა
დემოგრაფია
განათლება
დღესასწაულები
სამართალი
ლიტერატურა
მუსიკა
პოლიტიკა
რელიგია
ტურიზმი

ტროვას რითმები განუყრელი გახდა ომის შემდეგომი მწერლებისთვის 1970-1980-იან წლებში. ისინი იყენებდნენ ტროვას, რათა გადმოეცათ სოციალური უსამართლობა, უკეთესი მომავლის იმედი, სამშობლოს სიყვარული და ეკოლოგიის მოვლა. ტროვსს რითმები გახდა ნიკარაგუული კულტურის ნაწილი. ამ კატეგორიაში განსაკუთრებით ცნობილი იყვნენ და-ძმა სალვადორ და კატია კარდენალები.

მუსიკის მეორე პოპულარული ჟანრი არის ჩიჩეროსი. იგი სრულდება საყვირითა და ტრომბონით, ან სხვა ჩასაბერი ინსტრუმენტით. ასეთ მუსიკას ხშირად გაიგონებთ საკუთარ საღამოებზე, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ეწყობა.

ინსტრუმენტები რედაქტირება

ნიკარგუული მარიმბა გამოირჩევა ცენტრალური ამერიკის სხვა მარიმბებისგან. მისი დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ მუსიკოსი ზის და იწერს ინსტრუმენტს მუხლებით. მა, როგორც წესი აკომპანემენტს უწევენ ვიოლინო, გიტარა და გიტარილა. მაირიმბას ამზადებენ ხის თეფშებისგან, რომლებიც მოთავსებულია ლითონის ან ბამბუკის მილებს შორის.

ნიკარაგუის მუსიკოსები რედაქტირება

ნიკარაგუის ყველაზე განთქმული კომპოზიტორი არის ლუის აბრაამ დელგადილო, რომელსაც ეკუთვნის რამდენიმე სიმფონია, სასცენო და საორკესტრო ნამუშევრები, სიმღერები.

ნიკარაგუელ მუსიკოსთა შორის გამოირჩევიან კარლოს მეხია გოდოი, ლუის ენრიკე მეხია გოდოი, ლუის ენრიკე, კამილო საპატა, ერნანდო სუნიაგა, მაკოლა, დიმენსიონ კოსტენია, ლოს მოკუნესი, ლა ბარიოსი, ნორმა ელენა გადეა, კატია კარდენალი, სალვადორ კარდენალი და მარსიო ბენეს მეხია.

ახალი თაობის ნიკარაგუელ მომღერალ-კომპოზიტორთა შორის აღსანიშნავია რამონ არმანდო მეხია, მოსეს გადეა, ხუნიორ ესკობარი, ელსა ბასილი სესილია ფერერი, ალეხანდრო კარლოს მეხია, კლარა გრუნი, ხუან სოლორსანო და მარსიო ბრენესი. ახალგაზრდა როკ ბენდები არიან გრუპო არმანდო, კრიზისი, მონროი ი სურმენახე, მანო დე ვიდრიო, კონტრაპესო, Q69K, კერფოდერმო, კარგა სერადა და სესილია და არგონავტები.

ჰიტ ჰოპისა და რიგიეტონის შემსრულებლები არიან ტორომბოლო, ჯი სმუთი, მრ.მელი, ნელო სტილი, ნიკა, ლინგო ნიკოია.

ნიკარაგუის კარიბის ზღვის სანაპირო არის რეგაეს ჟანრის მიმდევრების სამშობლო: კარლოს დე ნიკარაგუა, კალი ბუმი, საბუ, საბუ სრ. ოსბერტო ხერეს ი ლოს გრეგორის.

ასევე ჩამოსათვლელია ცნობილი ინსტრუმენტალისტები: გიტარისტები, ტონი მელენსედი, ედუარდო არაიკა, ომარ სუასო, არნულფო ოვიედო და ანდრეს სანჩესი; მარიმბას დამკვრელებს შორის არიან კარლოს ლუის მეხია და დასარტყმელი საკრავები ხოსე არეასი, რომელიც მიიწვიეს როკენროლის დიდების დარბაზში კარლოს სანტანასთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • YouTube video - ნიკარაგუული მარიმბას ბენდი