ნიკარაგუის ლიტერატურა

ნიკარაგუის ლიტერატურა სათავეს იღებს კოლონიურ ეპოქამდე მითებისა და ხალხური ზეპირსიტყვიერების სახით. მათში აისახა ენდოგენური მოსახლეობის მსოლმხედველობა. ზოგიერთი მათგანი დღემდეა შემორჩენილი. ნიკარაგუაში, ისევე, როგორც ლათინური ამერიკის მრავალ ქვეყანაში ესპანელებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს ლიტერატურაზე, და საერთოდ მთელს კულტურაზე. ნიკარაგუულ ლიტერატურას, რომელიც ძირითადად ესპანურ ენაზე იქმნებოდა, ჰყავს არაერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. ასეთი იყო რუბენ დარიო. იგი მიჩნეულია ნიკარაგუული ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად. მას უწოდბენ მოდერნიზმის მამას. სხვა მნიშვნელოვანი ლიტერატურული პერსონები არიან: ერნესტო კარდენალე, სერხიო რამირეს მერკადო, ჯიოკონდა ბელი, ხოსე კორონელ ურტეჩო, ალფონსო კორტესი, ხულიო ვალე კასტილო, კლარიბელ ალეგრია და სხვები.

ცხოვრება ნიკარაგუაში
ხელოვნება
კინო
სამზარეულო
კულტურა
დემოგრაფია
განათლება
დღესასწაულები
სამართალი
ლიტერატურა
მუსიკა
პოლიტიკა
რელიგია
ტურიზმი

ისტორია რედაქტირება

ელ გუეგუენსე არის სატირული დრამა, რომელიც პირველ ლიტერატურულ ნაწარმოებად მიიჩნევა ნიკარაგუაში. იგი აღიარებულია კოლონიამდელი ეპოქის ლათინური ამერიკის ყველაზე შთამბეჭდავ ნაწარმოებად და ნიკარაგუული ფოლკლორის შედევრად, რომელშიც გაერთიანებულია მუსიკა, ცეკვა და თეატრი. თეატრალური პიესა დაწერილია მე-16 საუკუნის უცნობი ავტორის მიერ. ელ გუეგუენსე არის ყველაზე ძველი ენდოგენური თეატრალური ნამუშევარი დასავლეთ ნახევარსფეროში. მრავალი საუკუნის შემდეგ ეს ისტორია წიგნად გამოქვეყნდა 1942 წელს.

რევოლუციის ლიდერების დიდი ნაწილი არიან მწერლები და აქვეყნებენ ნაშრომებს. მათგან აღსანიშნავია ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი დანიელ ორტეგა და სანდინისტას ერონულ-ლიბერალური ფრონტის თანადამფუძვნებელი თომას ბორხე.

ლიტერატურული მიმდინარეობები რედაქტირება

მოდერნიზმი რედაქტირება

მოდერნიზმოს ლიტერატურული მიმდინარეობა აღმოცენდა ესპანურენოვან ამერიკაში. მიმდინარეობის საუკეთესო მაგალითი არის მოდერნიზმის მამად წოდებული რუბენ დარიო. მე19 საუკუნის ბოლო წლებში აღმოცენებული მოდერნიზმი იყო რომანტიზმის, სიმბოლიზმისა და განსაკუთრებით, პარნასის ლოგიკური გაგრძელება. შინაგანი ვნება, ოცნება, ჰარმონია და რითმი აღიბეჭდა მდიდარ და სრულყოფილ სიტყვიერ მუსიკაში. ამ მიმდინარეობამ დიდი გავლენა იქონია მთელს ესპანურენოვან სამყაროში (ფილიპინების ჩათვლით).

მოდერნიზმი იყო პირველი ლიტერატურული მიმდინარეობა ლათინურ ამერიკაში, რომელიც გასცდა კონტინენტის საზღვრებს. ეს იყო ნამდვილად ლათინოამერიკული ლიტერატურა, მიუხედავად ეროვნული ნიუანსობრივი გასხვავებებისა.

პოსტმოდერნიზმი რედაქტირება

მე-20 საუკუნის ნიკარაგუული ლიტერატურა განიცდია პოლიტიკის გავლენას. ამის საუკეთესო მაგალითი მოგვცა ჩილელმა პოეტმა პაბლო ნერუდამ და ნიკარაგუელმა ერნესტო კარდენალმა.

ვანგუარდია რედაქტირება

ვანგუარდია იყო ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც ჩამოყალიბდა ნიკარაგუის ქალაქ გრანადაში 1927 და 1929 წლებში. მიმდინარეობას უძღვებოდა ნიკარაგუელი პოეტი ხოსე კორონელ ურტეჩო. კორონელის მანიფესტის მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა 1931 წელს, "ვაცხადებთ ბრძოლას საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად მხატვრული გამოხატვით, ინტელექტუალური სკანდალითა და აგრესიული კრიტიკით". ვანგუარდიის ლიტერატურული მიმდინარეობა იყო ანარეკლი ზოგიერთი ევროპული მიმდინარეობისა, განსაკუთრებით სურეალიზმისა. ვანგუარდიამ შემოიტანა სიახლის გამუდმებული ძიება, გამბედაობა, შეპირისპირებული თემები და მოთხრობის შთამბეჭდავი ფორმები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება