ნიანზის პროვინცია

ნიანზის პროვინცია (ინგლ. Nyanza Province, სუაჰ. Mkoa wa Nyanza) — კენიის რვა პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქი — კისუმუ, კენიის სიდიდით მესამე ქალაქი. შედგება 6 ოლქისაგან.

პროვინცია
ნიანზის პროვინცია
ინგლ. Nyanza Province
სუაჰ. Mkoa wa Nyanza
ქვეყანა კენიის დროშა კენია
ადმ. ცენტრი კისუმუ
კოორდინატები 0°30′00″ ს. გ. 34°40′00″ ა. გ. / 0.50000° ს. გ. 34.66667° ა. გ. / -0.50000; 34.66667
ფართობი 12 613 კმ²
მოსახლეობა 5 442 711 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 431,52 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+3]]

პროვინციას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რიფტ-ველის და ჩრდილოეთიდან დასავლეთის პროვინციები, სამხრეთიდან ტანზანია, დასავლეთიდან კი ვიქტორიის ტბა.

2009 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 5 442 711 კაცს[1]. მისი ფართობია 12 613 კმ². სიმჭიდროვე – 431,52 ად./კმ².

ეტიმოლოგია რედაქტირება

სახელწოდება მოდის ბანტუს ერთ-ერთი ტომიდან — სუკუმადან, რომლებიც ცხოვრობენ ვიქტორიის ტბის ტანზანიის ნაპირზე, რომელიც ნიშნავს წყლის დიდ მასას.

კლიმატი რედაქტირება

კლიმატი ტროპიკული ნოტიოა.

მოსახლეობა რედაქტირება

პროვინციის ძირითად მოსახლეობას შეადგენენ ლუოს და ბანტუს ენებზე მოლაპარაკე სხვა ეთნიკური ჯგუფები.

ენები რედაქტირება

ნიანზის პროვინციაში უპირატესი ენაა — დოლუო. ასევე გავრცელებულია ნილოტური ენები, რომლებიც სამხრეთ სუდანიდან არის გავრცელებული.

სხვა ენებია — გუსიი, ლუჰიას ენები, კურია, სუაჰილი და ინგლისური. სხვა ენებზე ლაპარაკობენ კენიელი თემების და მიგრანტების მცირე ჯგუფები.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

საიტი ოლქი ყოფილი პროვინცია ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2009 წელი)
ადმინისტრაციული ცენტრი
1 Siaya county დაარქივებული 2015-11-16 საიტზე Wayback Machine. სიაიის ოლქი ნიანზის პროვინცია 2530 842 304 სიაია
2 kisumu county დაარქივებული 2015-10-14 საიტზე Wayback Machine. კისუმუს ოლქი ნიანზის პროვინცია 2086 968 909 კისუმუ
3 Homabay county დაარქივებული 2015-10-05 საიტზე Wayback Machine. ჰომა-ბაის ოლქი ნიანზის პროვინცია 3183 963 794 ჰომა-ბაი
4 Migori county დაარქივებული 2015-10-14 საიტზე Wayback Machine. მიგორის ოლქი ნიანზის პროვინცია 2596 917 170 მიგორი
5 Kisii county დაარქივებული 2015-10-16 საიტზე Wayback Machine. კისიიის ოლქი ნიანზის პროვინცია 1318 1 152 282 კისიი
6 Nyamira county დაარქივებული 2015-10-20 საიტზე Wayback Machine. ნიამირის ოლქი ნიანზის პროვინცია 899 598 252 ნიამირა
სულ 12 613 5 442 711

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Kenya Census 2009. Kenya Bureau of Statistics (August 28, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 30, 2013. ციტირების თარიღი: May 22, 2011.