ნეძიხისოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჟინვალის სადაბო თემი.[1] მდებარეობს გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 800 მ სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 21 კილომეტრით.

სოფელი
ნეძიხი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჟინვალი
კოორდინატები 42°11′25″ ჩ. გ. 44°48′25″ ა. გ. / 42.19028° ჩ. გ. 44.80694° ა. გ. / 42.19028; 44.80694
ცენტრის სიმაღლე 800
მოსახლეობა 32[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ნეძიხი — საქართველო
ნეძიხი
ნეძიხი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ნეძიხი
ნეძიხი — დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნეძიხი

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 32 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 48[2]
2014 32  

ისტორიული ძეგლები რედაქტირება

ნეძიხში, ადგილ ბზიანაზე, მდებარეობს წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსი (ტოპონიმი „ბზიანა“ ბზის სიმრავლით ჩანს წარმოქმნილი). გათხარეს 1977 წელს (რ. რამიშვილი). კომპლექსი წარმოადგენს გალავნით შემოზღუდულ ეზოს, რომელშიც განლაგებულია 2 ეკლესია და რამდენიმე სამეურნეო და საცხოვრებელი სათავსი. ერთი ეკლესია განეკუთვნება ორნავიანი ბაზილიკის ტიპს, ნაგებია ნატეხი ქვის კლდით, კონსტრუქციულ ადგილებში შირიმის კვადრებია ჩართული, აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადებზე ჯვრის რელიეფურგამოსახულებიანი 2 ფილაა. ბაზილიკა VI-VII სს. განეკუთვნება. მეორე ნაგებობა ერთნავიანია, სამხრეთით და ჩრდილოეთით აქვს მინაშენები, რაც გეგმაში ჯვრის გამოსახულებას ქმნის. აგებული უნდა იყოს X საუკუნეში.

სოფლის მახლობლად, მის სამხრეთ-დასავლეთით, მდებარეობს განვითარებული შუა საუკუნეების საფორტიფიკაციო და სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები — გაგუთო.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.