ნესვიჟის ციხესიმაგრე

ნესვიჟის ციხესიმაგრე (ბელ. Нясвіжскі замак) — ციხესიმაგრე-რეზიდენცია ბელარუსის ქალაქ ნესვიზში, რომელიც ლიტვური წარმოშობის არისტოკრატებს, რაძივილების ოჯახს ეკუთვნოდა.

ნესვიჟის ციხესიმაგრე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ბელარუსის დროშა ბელარუსი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 53°13′22″ ჩ. გ. 26°41′30″ ა. გ. / 53.22278° ჩ. გ. 26.69167° ა. გ. / 53.22278; 26.69167
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2005  (29-ე სესია)
ნომერი 1196
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1196
ინგლ.რუს.ფრ.

ციხესიმაგრის მშენებლობა 1551 წელს ნიკოლოზ რაძივილი შავმა დაიწყო. სამუშაოები 1604 წელს დასრულდა.

1654-1659 წლებში, რუსეთ-პოლონეთის ომის მიმდინარეობისას, ციხეში რუსების შეიარაღებული ძალები იყვნენ განლაგებული.

1706 წელს, ჩრდილოეთის ომის მიმდინარეობისას, ციხესიმაგრე შვედებმა აიღეს და სამხედრო ბასტიონადს აქციეს. ამ დროს ნაგებობის ძირითადი ნაწილი დაინგრა. აღდეგნითი სამუშაოები 1720 წელს დაიწყო.

1792 წლის რუსეთ-პოლონეთის ომში, ციხესიმაგრე კვლავ რუსეთის არმიის განკარგულებაში იყო.

საბჭოთა ეპოქაში, ნესვიჟის ციხესიმაგრე КГБ-ის სანატორიუმს წარმოადგენდა.

2005 წელს, იუნესკომ ციხესიმაგრე მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება