ნერის ზეგანი (რუს. Нерское плоскогорье) — ზეგანი რუსეთში, იაკუტიასა და მაგადანის ოლქში. მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში, ზეგანთა ფართო სარტყელში, რომელიც გამოჰყოფს ჩერსკის მთაგრეხილსა და ზემო კოლიმის მთიანეთს. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 130 კმ-ზე; დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ — 70 კმ-ზე. რელიეფში ჭარბობს დენუდაციური ზედაპირები, რომლებიც 700-დან 1500-მდე მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული; აღმართულია ცალკეული შთენილი მასივები. უმაღლესი მწვერვალია მთა ხულამრინი (2077 მ). ყველგანაა მრავალწლოვანი მზრალობა და მასთან დაკავშირებული რელიეფის ფორმები. ნერის ზეგნიდან იღებს სათავეს მდინარე ნერა. კალთების ქვემო ნაწილში ტყის ლანდშაფტებია, რომლებიც წარმოდგენილია მეჩხერი ფოთლოვანი ტყეებით, ქონდარა ფიჭვისა და მურყნის რაყებით; 1100–1200 მეტრზე მაღლა მთის ტუნდრის ლანდშაფტებია. ნერის ზეგანზე გადის უსტ-ნერამაგადანის გზა.[1]

ნერის ზეგანი
რუს. Нерское плоскогорье
კოორდინატები: 64°00′ ჩ. გ. 145°30′ ა. გ. / 64.000° ჩ. გ. 145.500° ა. გ. / 64.000; 145.500
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სახა (იაკუტია), მაგადანის ოლქი
უმაღლესი წერტილი ხულამრინი (2077 მ)
სიგრძე 130 კმ
სიგანე 70 კმ
ნერის ზეგანი — რუსეთი
ნერის ზეგანი

სქოლიო რედაქტირება

  1. Нерское плоскогорье // Большая российская энциклопедия. т. 22. — М., 2013. — стр. 500.