ნევშატელის კანტონი

ნევშატელი (ფრანგ. Neuchâtel) — კანტონი შვეიცარიის ფრანგულენოვან ნაწილში. დედაქალაქია ნევშატელი. 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 172 021 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 38% პროტესტანტია, 31% კი კათოლიკე.[1]

კანტონი
ნევშატელის კანტონი
Canton de Neuchâtel
დროშა გერბი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ადმ. ცენტრი ნევშატელი
შიდა დაყოფა Boudry District, La Chaux-de-Fonds District, ლე-ლოკლის რაიონი, Neuchâtel District, Val-de-Ruz District და Val-de-Travers District
კოორდინატები 46°59′00″ ჩ. გ. 6°47′00″ ა. გ. / 46.98333° ჩ. გ. 6.78333° ა. გ. / 46.98333; 6.78333
დაარსდა 1034
ფართობი 802,93 კმ²
ოფიციალური ენა ფრანგული ენა
სალაპარაკო ენები ფრანგული
მოსახლეობა 172 021 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 210 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საავტომობილო კოდი NE
ოფიციალური საიტი ne.ch

ნევშატელის კანტონი იგივე სახელწოდების სამთავროსგან შეიქმნა, რომელიც შუა საუკუნეებში უმცროს ცერინგენს ეკუთვნოდა, XVI საუკუნეში იგი ლონგვილებს გადაეცა, მარია დე ნემურის სიკვდილის შემდეგ კი მას ჰოჰენცოლერნები დაეპატრონნენ. 1815 წელს სამთავრო შვეიცარიის კონფედერაციაში შევიდა, მაგრამ სრულუფლებიანი რესპუბლიკური მმართველობის ფორმა მხოლოდ ორმოცი წლის შემდეგ მოიპოვა.

კანტონის ფართობი 803 კმ²-ს შეადგენს. მდებარეობს დასავლეთ შვეიცარიაში, ნევშატელის ტბის დასავლეთ ნაპირზე. ესაზღვრება საფრანგეთს (დასავლეთიდან). სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ტერიტორიას კვეთს იურის მთები.

კანტონი განთქმულია თავისი ღვინითა და აბსენტით. ვენახები ნევშატელის ტბის ნაპირებზეა გაშენებული. მისდევენ მესაქონლეობას. აწარმოებენ საათებსა და ინტეგრირებულ სქემებს.

ადმინისტრაციულად კანტონი 6 რაიონად იყოფა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Federal Department of Statistics. (2004)Wohnbevölkerung nach Religion (Interactive Map). ციტირების თარიღი: 2009-01-15.