ნეგო, უკვდავა (Helichrysum) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები ან ბუჩქბალახებია. კალათის საბურვლის ფოთოლაკები კაშკაშა ფერისაა (ყვითელი, ნარინჯისფერი ან მოწითალო) და სიფრიფანა.

ნეგო
Helichrysum basalticum
Helichrysum basalticum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Asterales
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
გვარი:  ნეგო
ლათინური სახელი
Helichrysum

გვარი აერთიანებს 500--მდე სახეობას, რომელიც იზრდება ევროპის, აზიის, სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის ცხელსა და ზომიერ ზონაში.

საქართველოში 5 სახეობაა. იზრდება ქვიან და ღორღიან ადგილებზე მთის ქვედა სარტყლიდან მოკიდებული სუბალპურ სარტყლამდე. დეკორატიულია, გამოიყენება მშრალი თაიგულებისათვის.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 7, გვ. 361, თბ., 1984
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნეგო&oldid=3990240“-დან