ნებოძირის წმინდა გიორგის ეკლესია

ნებოძირის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნებოძირში. ეკლესია გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული ნაგებობაა. აგებულია ადგილობრივი ნატეხი ქვით. აღდგენილია 1989 წელს, ადგილობრივების მიერ. ფასადები ადგილ-ადგილ გადალესილია, დახურულია თუნუქით და დასავლეთის კიდეში დადგმული აქვს ლითონის ფანჩატურის სამრეკლო. ინტერიერი კამარა ხის ფიცრებითაა გაკეთებული, შელესილია და შეთეთრებული. კედლები დამძიმებულია მასიური თაღედებით. ერთი ნაწილი მოხატულია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16356