ნეანდერტალი (გერმ. Neandertal), XIX საუკუნემდე ასევე გეშტაინსი — მდინარე დიუსელის ხეობის ნაწილი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში. მოიცავს ქალაქ ერკრათისა და მეტმანის ტერიტორიებს, მდებარეობს დიუსელდორფიდან დაახლოებით 10 კილომეტრით აღმოსავლეთით. ნეანდერტალის ტერიტორია ძირითადად აუთვისებელია. ამ მცირე ხეობამ სახელი გაითქვა მას შემდეგ, რაც აქ აღმოაჩინეს პლეისტოცენიური ეპოქის პირველყოფილი ადამიანის ნაშთები, რომელიც ცნობილია ნეანდერტალელი ადამიანის სახელით.

მდინარე დიუსელი ნეანდერტალის ხეობაში

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება