ნგორონგოროს დაცული ტერიტორია (NCA) — დაცული არეალი და 1979 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ტანზანიაში, ქალაქ არუშადან 180 კმ-ით დასავლეთით, კრატერის მაღლობზე. ტერიტორია იმართება ტანზანიის მთავრობის ორგანოს — ნგორონგოროს დაცული ტერიტორიის სააგენტოს მიერ. მისი საზღვრები მიუყვება ნგორონგოროს რაიონის საზღვრებს. დაცული ტერიტორიის ფარგლებში მდებარეობს ფართო ვულკანური კალდერანგორონგოროს კრატერი.

ნგორონგოროს დაცული ტერიტორია*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ტანზანიის დროშა ტანზანია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, viii, ix, x
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 3°12′32″ ს. გ. 35°27′46″ ა. გ. / 3.20889° ს. გ. 35.46278° ა. გ. / -3.20889; 35.46278
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1979  (მე-3 სესია)
ნომერი 39
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 39
ინგლ.რუს.ფრ.

ისტორია და გეოგრაფია რედაქტირება

როგორც ოლდუვაის ხეობაში ნაპოვნი ნამარხი ძვლები ადასტურებს, არეალი ჯერ კიდევ 3 მილიონი წლის ცინ დასახლებული ყოფილა სხვადასხვა სახეობის ჰომინიდებით. რამდენიმე ათასი წლის წინ მონადირეობა-შემგროვებლობა აქ მეცხოველეობამ ჩაანაცვლა. 2 000 წლის წინ აქ მბულუს ხალხი მოვიდა,[1] რომლებსაც 1700 წლის წინ დატუგას ხალხი შეუერთდა. 1800-იაან წლებში ორივე ჯგუფი არეალიდან მასაის ხალხმა განდევნა.[2] ლერაის ტყის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ლეღვის ხეების მასივი წმინდაა მასაისა და დატუგას ხალხებისთვის. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა იზრდება ლიდერ დატოგას საფლავზე, რომელიც დაახლოებით 1840 წელს მასაის ხალხთან ბრძოლაში დაიღუპა.

1892 წლამდე არცერთ ევროპელს კრატერზე ფეხი არ დაედგა, სანამ აქ მოვიდოდა დოქტორი ოსკარ ბაუმანი. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, კრატერში ფერმერულ მეურნეობას მისდევდა ორი გერმანელი ძმა, რომლებმაც ის გერმანიის აღმოსავლეთ აფრიკის ადმინისტრაციის დამყარების შემდეგ დატოვეს.

ნგორონგოროს არეალი თავდაპირველად სერენგეტის ეროვნული პარკის ნაწილი იყო, როდესაც ის 1951 წელს ბრიტანელებმა შექმნეს. 1959 წლამდე მასაის ხალხი ახლადშექმნილ პარკში ცხოვრებას და მიწის დამუშავებას განაგრძობდა, რის გამოც პარკის მმართველობასთან კონფლიქტი წარმოიშვა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ბრიტანელებმა მასაი ახლად შექმნილი ნგორონგოროს დაცული ტერიტორიიდან გაასახლეს.[3]

არეალი სერენგეტის ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილია. ჩრდილო-დასავლეთით მას აგრძელებს სერენგეტის ეროვნული პარკი. სამხრეთით და დასავლეთით ვულკანური მაღლობებია, რომელიც მოიცავს ნგორონგოროს ცნობილ კრატერსა და ნაკლებად ცნობილ ემპაკაის. სამხრეთი და აღმოსავლეთი საზღვრები მიახლოებით ემთხვევა აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზის ფერსოს, რომელიც ამავე დროს ხელს უშლის ცხოველთა მიგრაციას ამ მიმართულებებით.

ველური ბუნება რედაქტირება

კრატერში ბინადრობს 25 000 მსხვილი ცხოველი, ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო კონცენტრაცია აფრიკაში. მათ შორისაა შავი მარტორქა, რომლებიც 1964-1966 წლებში 108 ერთეულს შეადგენდნენ, 1995 წლისთვის კი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ 11-14-მდე იქნა შემცირებული, ასევე ჰიპოპოტამი, რომელიც საკმაოდ უჩვეულოა ამ არეალისთვის. ასევე გავრცელებულია გნუ (7 000 ერთეული 1994 წლისთვის), ზებრა (4 000), კანა და გაზელი (3 000).

ნგორონგოროს კრატერის პანორამა
ნგორონგოროს კრატერი ტურისტების ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია, სადაც ისინი ცხოველებს აკვირდებიან

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Mbulu
  2. Northern Tanzania with Kilimanjaro and Zanzibar by Phillip Briggs 2006 page 197, 198 ISBN 1-84162-146-3
  3. Robert M. Poole. Heartbreak on the Serengeti. National Geographic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-29. ციტირების თარიღი: 2008-02-21.