ნაციონალისტური ლეიბორისტული პარტია (თურქეთი)

ყოფილი პოლიტიკური პარტია თურქეთში

ნაციონალისტური ლეიბორისტული პარტია (თურქ. Milliyetçi Çalışma Partisi) ან (MÇP) — პოლიტიკური პარტია თურქეთში, რომელიც 1980 წლის გადატრიალების[1] შემდეგ დაფუძნდა და მიზნათ ისახავდა თავისი წინამორბედის, ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ხმების მოპოვებას, რომელიც გადატრიალების შემდეგ დაიხურა. დაფუძნდა კონსერვატიული პარტიის სახელის შეცვლით. 1993 წლის 24 იანვარს პარტიამ სახელი შეცვალა და გარდაიქმნა ნაციონალისტური მოძრაობის პარტია (MHP) და ამით შეწყვიტა თავისი არსებობა.[2]

ნაციონალისტური ლეიბორისტული პარტია
Milliyetçi Çalışma Partisi
ნაციონალისტური ლეიბორისტული პარტია
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ხელმძღვანელობა
ლიდერი ალი ქოჩი
ისტორია
დაფუძნდა 30 ნოემბერი 1985
დაიშალა 24 იანვარი 1993
პოზიციები
იდეოლოგია თურქული ნაციონალიზმი

არჩევნები რედაქტირება

საპარლამენტო რედაქტირება

თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა
წელი ხმა % ადგილი
1987 701.538 %2,93 0/450
1991 კეთილდღეობის პარტიასთან კოალიციაში.

ადგილობრივი რედაქტირება

პროვინციების და რაიონების არჩევნები
წელი ხმა % რაიონი
1989 916.405 % 4,14 24

სქოლიო რედაქტირება