გია ნაცვლიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ნაცვლიშვილი, გია)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაცვლიშვილი.

გია ნაცვლიშვილი (დ. 4 ივლისი, 1963, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკური მოღვაწე და სპორტსმენი (სამბო). ევროპის ჩემპიონი (1991), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1991), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1990), საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.

1985 წელს დაამთავრა წითელი დროშის ორდენოსანი ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1988-2003 წლებში შპს „კავის“ პრეზიდენტი; 2001-2003 წლებში შპს „პირველი ლომის“ დირექტორი; 2003-2004 წლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი; 2004 წელს ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი; 2004-2006 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები “. 2006 წლის ნოემბრიდან კახეთის მხარის გუბერნატორი. პარლამენტში ასრულებდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას.

ძირითადი შედეგები სპორტში რედაქტირება

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
სამბო
 
შამბერი, საფრანგეთი
მსოფლიო ჩემპიონატი (FMS) 1991 -68 კგ  
სამბო
 
ტურინი, იტალია
ევროპის ჩემპიონატი 1991 -68 კგ  

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება