ნაღველა (ლათ. Gentiana) — მცენარეთა გვარი ნაღველასებრთა ოჯახისა. ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახია. მისი ლურჯი, ცისფერი ან ყვითელი, მილისებრი ან ზარისებრი ყვავილები მარტოულია ან შეკრებილია ნახევრად ქოლგა ყვავილედად, ნაყოფი კოლოფია.

ნაღველა
Gentiana clusii
Gentiana clusii
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Gentianales
ოჯახი:  ნაღველასებრნი
გვარი:  ნაღველა
ლათინური სახელი
Gentiana

აერთიანებს 400-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. ტყის, სუბალპური და ალპური მცენარეებია.

საქართველოში იზრდება 20-მდე სახეობა. საქართველოს ენდემია უცნაური ნაღველა (ლათ. Gentiana paradoxa), რომელიც აფხაზეთში გვხვდება. იშვიათი დეკორატიული სახეობებიდან აღსანიშნავია ლაგოდეხის ნაღველა (ლათ. Gentiana lagodechiana).


გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება