ნაქერალის უღელტეხილი

უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და იმერეთის მხარეებში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაქერალა (მრავალმნიშვნელოვანი).

ნაქერალის უღელტეხილიუღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესა და იმერეთის მხარეებში, ამბროლაურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს რაჭის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1218 მ-ზე. ნაქერალის მიდამოები აგებულია ქვედაცარცული კირქვებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია ფოთლოვანი ტყით (წიფელი, რცხილა, წაბლი). ნაქერალაზე გადის ტყიბულ-ამბროლაურის გზატკეცილი. ტყიბულის ქვაბულს აკავშირებს შაორის ქვაბულთან.

ნაქერალის უღელტეხილი
კოორდინატები: 42°22′36″ ჩ. გ. 43°02′13″ ა. გ. / 42.376750° ჩ. გ. 43.037028° ა. გ. / 42.376750; 43.037028
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1218 
ქედი რაჭის ქედი
გამავალი გზა ტყიბულ-ამბროლაურის გზატკეცილი
ამგებელი ქანები კირქვა და ქვიშაქვა
ფლორა ფოთლოვანი ტყე
ნაქერალის უღელტეხილი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ნაქერალის უღელტეხილი
ნაქერალის უღელტეხილი — იმერეთის მხარე
ნაქერალის უღელტეხილი
სურათები ვიკისაწყობში

ლიტერატურა რედაქტირება