ნატახტაშდუდი

უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

ნატახტაშდუდიუღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუსა და მესტიის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ეგრისის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2690 მ. აგებულია იურიული სისტემის ბაიოსური ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებითა და თიხაფიქლებით. შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით. ნატახტაშდუდი აკავშირებს მდინარეების ხობისა და თხეიშის (ენგურის მარცხენა შენაკადი) ხეობებს.

ნატახტაშდუდი
კოორდინატები: 42°50′04″ ჩ. გ. 42°17′34″ ა. გ. / 42.83444° ჩ. გ. 42.29278° ა. გ. / 42.83444; 42.29278
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2690 
ქედი ეგრისის ქედი
აკავშირებს ხობისა და თხეიშის ხეობებს
ამგებელი ქანები ბაიოსური ტუფი, ტუფ-ბრექჩია და თიხაფიქალი
ნატახტაშდუდი — საქართველო
ნატახტაშდუდი
ნატახტაშდუდი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ნატახტაშდუდი

ლიტერატურა რედაქტირება