ნარჩიტასებრნი

ფრინველთა ოჯახი

ნარჩიტასებრნი (ლათ. Regulidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტყეებში. ყვითელთავა ნარჩიტა (ლათ. Regulus regulus), იკეთებს თითქმის მრგვალ ბუდეს, რომელიც დაკიდებულია ხეების ზედა ტოტებზე. ტანად პატარაა. აგრეთვე წითელთავა ნარჩიტა (ლათ. Regulus ignicapillus), რომელიც ამიერკავკასიაში ყირიმისა და დასავლეთ უკრაინის ტყეებში გვხვდება. ასპუჭაკასებრი ნარჩიტა (ლათ. Leptopoecile sophiae), რომელიც ბინადრობს ტიან-შანის მთებში, ადრე ამ ოჯახში შედიოდა, დღეისათვის კი სხვა ოჯახშია გაერთიანებული.[1] საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ყვითელთავა ნარჩიტა, აბასთუმნის მიდამოებში — სიღრძეში ნაპოვნია წითელთავა ნარჩიტას ერთადერთი ბუდობის ადგილი.

ნარჩიტასებრნი

ლალისთავა ნარჩიტა (Regulus calendula)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  ნარჩიტასებრნი
ლათინური სახელი
Regulidae (Vigors, 1825)

კლასიფიკაცია რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება