ნარშავი (ლათ. Carduus) — ეკლიანი ბალახოვანი მცენარეების გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა.

ნარშავი
Carduus nutans
Carduus nutans
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Asterales
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
გვარი:  ნარშავი
ლათინური სახელი
Carduus

ცნობილია 120-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში 9-მდე სახეობაა. უმრავლესობა იზრდება მთის შუა სარტყლამდე; თითო-ოროლა ალპურსაც აღწევს; 3 სახეობა კავკასიის ენდემია.

ნარშავის თითქმის ყველა სახეობა თაფლოვანია, ზოგი კი მინდვრის სარეველაა.

ლიტერატურა რედაქტირება