ნაროვანი
ნაროვანი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მდინარეების ლაროვანისწყლისა და ქვახიდისწყლის (პირიქითი ალაზნის სისტემა) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3439 მ. აგებულია ქვედაიურული წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვების შუა შრეებით. აღმოსავლეთი კალთა ციცაბოა, დასავლეთი — საშუალოდ დამრეცი. ნაროვანი შემოსილია ალპური მცენარეულობით, მთის წვერზე სუბნივალური ბალახეულია.
ნაროვანი | |
---|---|
კოორდინატები: 42°31′04″ ჩ. გ. 44°33′52″ ა. გ. / 42.5177806° ჩ. გ. 44.5645306° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3439 მ |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვა |
ლიტერატურა რედაქტირება
- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 323.