ნანა კვარაცხელია (დ. 10 ივლისი, 1947, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი.

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლოგიურ სამართველოში. 1978-1981 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია, ოკეანოლოგიის კათედრაზე და მუშაობა დაიწყო იმავე კათედრაზე ინჟინრად, შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1995 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. გამოქვეყნებუილ აქვს 18 სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ატმოსფეროს სტრუქტურა კავკასიაზე.“

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003 გვ. 148

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება