ნანა ავალიშვილი

ქართველი მუსიკოსი და პედაგოგი

ნანა ავალიშვილი (დ. 5 ივნისი, 1937) — ქართველი მუსიკოსი და პედაგოგი.

ნანა ავალიშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში. 1961 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. დაამთავრა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის „ნიჭიერთა ათწლედი“ 1956 წელს. იყო თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი და კონცერტმაისტერი 1961 წლიდან, 1964 წლიდან კი ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კონცერტმაისტერი. ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც სოლისტი პიანისტი–იმპროვიზატორი და დუეტში გამოდიოდა პიანისტ ნანა დიმიტრიადისთან ერთად. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის: „ამაღამ მგონი, იქნება ქარი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „მარშალ დეფანტიეს ბრილიანტები“. მუსიკა კინოფილმებისათვის: „ლიმონის ტორტი“, „სათადარიგო ბორბალი“, „მწვერვალის დამპყრობნი“, „შავი მერცხალი“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015., გვ. 12

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება