ნათელა ფოცხვერაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფოცხვერაშვილი.

ნათელა კონსტანტინეს ასული ფოცხვერაშვილი (ბერიძე) (დ. 9 სექტემბერი, 1920, თბილისი — გ. 20 იანვარი, 1963, იქვე) — ქართველი ლოტბარი, ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1956). საქართველოს სსრ სახალხო არტისტისკონსტანტინე ფოცხვერაშვილის ქალიშვილი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, მაგრამ მან, რომ იგი იზრდებოდა მუსიკალურ გარემოში და უსაზღვროდ იყო გატაცებული ხელოვნების ამ დარგით, განსაზღვრა მისი მომავალი. 13 წლის გოგონა უკვე მღეროდა მეჩონგურე ქალთა ანსამბლში, რომელსაც დედამისი, ალექსანდრა ფოცხვერაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო 1940 წლიდან უფრო აქტიურად ამოუდგა გვერდში დედას და მოგვიანებით ამ ანსამბლის მხატვრული ხელმძღვანელი და დირექტორიც გახდა.

ამ დროისათვის მას უკვე დამთავრებული (1947) ჰქონდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური განყოფილება პროფესორ ოლღა ბახუტაშვილ-შულგინას კლასით. პარალელურად ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. იყო I მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 339, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება