მხატვრული ფილმი — ისეთი ფილმი, რომელიც მაყურებელს უამბობს გამოგონილ ან ნახევრად გამოგონილ ამბავს. ასეთი ჟანრის ფილმებში დამაჯერებელი პერსონაჟები თუ მოვლენები მაყურებელს არწმუნებენ, რომ გამოგონილი ამბავი რეალურია. მხატვრული ფილმი ხასიათდება განათებისა და კამერის მოძრაობით, აგრეთვე სხვა კინემატოგრაფიული ელემენტებით. დეტალური ყურადღება ეთმობა სცენარსა თუ თხრობას, ვინაიდან ფილმები აგებულია სცენარებზე, რომლებიც მიზნად რეალიზმის შენარჩუნებას ისახავენ. მსახიობები გამოირჩევიან დიალოგებისა და მოქმედებების დამაჯერებელი გადმოცემით.

ერთ-ერთ პირველ მხატვრულ ფილმად ითვლება ჟორჟ მელიესის „მოგზაურობა მთვარეზე“ (1902). [1]

სქოლიო რედაქტირება

  1. Rosalind Leveridge, “Fantastic voyages of the cinematic imagination: George Méliès’s Trip to the Moon” Early Popular Visual Culture (May 2012), 10 (2), pg. 197-199