მხარგრძელი (ვაზის ჯიში)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მხარგრძელი.

მხარგრძელიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ მოოვალო ფორმის, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საშუალო სისქის აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრია. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მხარგრძელის მტევანი გრძელი ან საშუალოზე გრძელია (16-დან 40 სანტიმეტრამდე, სიგანე 14 სმ.), კონუსური ფორმის, ხშირად დატოტვილი და მხრიანი. მეჩხერია, ზოგჯერ ძალიან მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ მოოვალურო, მომწვანო-მოყვითალო ელფერის, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი აქვს^ რბილობი საშუალო სიმკვრივის, მდნარი, ჰარმონიული, სასიამოვნო გემოთი და სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.

მხარგრძელი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი 136-176 დღეა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 150 დღეა. მტევნის წონა 80-დან 228 გრამამდე მერყეობს, საჰექტარო მოსავლიანობა 7.0-8.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-23.0%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-9 გ/ლ-ს.

ჯიშური სუფრის ღვინო საშუალო ხარისხისაა. მხარგრძელისგან მიიღება გაცილებით უკეთესი ხარისხის ევროპული ტიპის სუფრის თეთრი მშრალი ღვინო, რომელიც ღია ჩალისფერია, სუსტი ჯიშური არომატითა და ნაზი გემოთი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 274

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • ვაზის ჯიშები // „ჩვენი სოფელი“ : გაზეთი, თბილისი, სექტემბერი, 2021, № 66, გვ. 9.