მჭექარები (ლათ. Brachininae), ხოჭოების ქვეოჯახი ბზუალა ხოჭოების ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 1 სმ აღწევს. ცნობილია მჭექარების 447 სახეობა. თავდაცვისას მჭექარები სხეულის უკანა ბოლოდან აფრქვევენ განსაკუთრებულ ჯირკვლებში გამომუშავებულ მწვავე სითხეს, რომელიც ჰაერთან შეხებისას ხმამაღლა ფეთქდება და უსიამოვნო სუნის ორთქლად გარდაიქმნება. მჭექარების მატლები ხოჭოების ჭუპრებზე პარაზიტობენ.

მჭექარები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხეშეშფრთიანები
ოჯახი:  ბზუალა ხოჭოები
ქვეოჯახი:  მჭექარები
ლათინური სახელი
Brachininae

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 7, გვ. 269, თბ., 1984