მცხეთის მუნიციპალიტეტის გერბი

მცხეთის მუნიციპალიტეტის გერბიმცხეთის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2013 წლის 2 სექტემბერს №38 დადგენილებით.[1]

მცხეთის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
გვირგვინი ოთხქონგურიანი საქალაქო ოქროს გვირგვინი გახსნილი კარიბჭით
ფარმჭერები ვაზის ფოთლების ოქროს ორნამენტი
დევიზი ႫႺႾႤႧႠ (მცხეთა)

აღწერილობა რედაქტირება

გერბის ფარის მეწამულ ველს ოთხ ნაწილად ყოფს ჰერალდიკური ვერცხლის ჯვარი:

  • I ნაწილი — მეწამულ ველზე ვერცხლის პერანგი (კვართი).
  • II ნაწილი — ვერცხლის ორკაპა ჯვარი და ძველი ოქროს გვირგვინი.
  • III ნაწილი — ოქროს ისრებით გამსჭვალული ვერცხლის მთა (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით.
  • IV ნაწილი — მეწამულ ველზე ვერცხლის მოკვეთილი ხელი, ვერცხლის გონიოთი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია ოთხქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ოქროს გვირგვინი გახსნილი კარიბჭით. გერბის ფარს გარს არტყია ვაზის ფოთლების ოქროს ორნამენტი.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზი. დევიზის ბაფთის მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის ასომთავრული წარწერა — „მცხეთა“ და ჰერალდიკური ორი ვერცხლის ჯვარი. ბაფთას აქვს ვერცხლის სარჩული.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება