მცხეთისჯვარი (ცხეთიჯვარი) — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ალის თემი). შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ჭერათხევის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 800 მეტრი. ხაშურიდან 28 კმ. სოფელში არის წმინდა მარინეს ნაეკლესიარი.

სოფელი
მცხეთისჯვარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ალი
კოორდინატები 42°06′01″ ჩ. გ. 43°39′01″ ა. გ. / 42.10028° ჩ. გ. 43.65028° ა. გ. / 42.10028; 43.65028
ცენტრის სიმაღლე 800
მოსახლეობა 199[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მცხეთისჯვარი — საქართველო
მცხეთისჯვარი
მცხეთისჯვარი — შიდა ქართლი
მცხეთისჯვარი
მცხეთისჯვარი — ხაშურის მუნიციპალიტეტი
მცხეთისჯვარი

ისტორია რედაქტირება

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ალის ციხის მიდამოებში ე. წ. „გასაყიდლიანთ ვენახში“ ნამოსახლარზე ნაპოვნი ჩინური მონეტა, რომელიც ერთადერთია საქართველოში. ნამოსახლარზე დადასტურებულია სამი კულტურული ფენა: გვიანბრინჯაოს ხანის, ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრისა და განვითარებული შუა საუკუნეების ნამოსახლარი.

ინტენსიურობით გამოირჩევა განვითარებული ფეოდალური ხანის ფენა, რომელშიც აღმოჩნდა ჩინური მონეტა. ამავე ფენაში ნაპოვნია ერთი ქართული — გიორგი III-ის მონეტა. მკვლევრები ზ. ბრაგვაძე და ა. დავითაშვილი ჩინური მონეტის შესახებ აღნიშნავენ:

 
„მონეტა დამზადებულია ბრინჯაოსაგან. ორივე მხარეს შესრულებულია ჩინური წარწერები და ოთკუთხედადაა გახვრეტილი. მასზე მოთავსებული წარწერები ამოიკითხა „ერმიტაჟის“ ჩინური მონეტების მცველმა ნ. იაკოჩკინამ. წარწერა ასე იკითხება: „ცინ-იუან ტუნ ბაო“, „ბედნიერი წამოწყებების ეპოქის მოარული მონეტა“.“

ამ მონეტას ჩინეთში სუნის დინასტიის მმართველობის ხანაში ჭრიდნენ (960-1279 წწ.). არსებობდა ჩრდილოეთი (960-1127 წლები) და სამხრეთი (1127-1279 წლები) სუნის დინასტიები. აღნიშნული მონეტა სამხრეთი სუნის დინასტიის მმართველობის პერიოდს ეკუთვნის. მოჭრის თარიღი აღბეჭდილია მონეტის მეორე მხარეს, სადაც ზის ნიშანი „ლაუ“, რაც ნიშნავს — 6. ე. ი. მონეტა მოჭრილია მმართველობის მეექვსე წელს, ანუ 1200 წელს.

დემოგრაფია რედაქტირება

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 251 ადამიანი.[2] 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 199 კაცი, საიდანაც 180 მამაკაცია, ხოლო 170 ქალი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1911[3] 107
2002[4][5] 251   129 122
2014[1] 199   180 170

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბრაგვაძე ზ., დავითაშვილი ა., მცხეთიჯვრის ელინისტური ხასიათის სამარხები, თბ. 1993
  • ბრაგვაძე ზ., დავითაშვილი ა.,„ჩინური მონეტა მცხეთიჯვრიდან“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 89 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1993 წელი. — გვ. 46-47

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
  3. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 222.
  4. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
  5. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.