მცირე ლიტვა (ლიეტ. Mažoji Lietuva, გერმ. Kleinlitauen) ან „პრუსიული ლიტვა“ — თავდაპირველად ლიეტუვის, შემდეგ პრუსიის, მოგვიანებით აღმოსავლეთ პრუსიის (გერმანიის შემადგენლობაში), დღესდღეობით კი ისევ ლიეტუვის (ნაწილობრივ) ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონი, სადაც პრუსიელი (გაგერმანელებული) ლიეტუველები ცხოვრობდნენ. მიუხედავად მძლავრი გერმანულ-პრუსიული გავლენისა, ამ ტერიტორიებმა, მკვიდრი მოსახლეობის ლიეტუვურენოვნობის გამო, მცირე ლიტვის სახელი მიიღო.

მცირე ლიტვა

გარდა კლაიპედის რაიონისა, რომელიც 1920 წელს ერთა ლიგის მანდატს გადაეცა ვერსალის მოლაპარაკების თანახმად, ხოლო ლიეტუვამ 1923 წელს დაიბრუნა, 1945 წლამდე პრუსიის ნაწილი იყო. დღესდღეობით მცირე ლიტვის უმცირესი ნაწილი ლიეტუვა-პოლონეთის საზღვრებშია მოქცეული, უმეტესი ნაწილი რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ოლქის შემადგენლობაშია.