მშვიდობით, იარაღო! (ინგლ. A Farewell to Arms) — ერნესტ ჰემინგუეის ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი, რომლის მთავარი თემაა პირველი მსოფლიო ომი და სიყვარული. წიგნში, რომელიც დაიწერა 1929 წელს, პირველ პირში ჰყვება ამბავს ამერიკელი ფრედერიკ ჰენრი, რომელიც იყო იტალიის არმიის საველე ჰოსპიტალის ლეიტენანტი ("Tenente"). სახელწოდება აღებულია XVI საუკუნის ინგლისელი დრამატურგის, ჯორჯ პილის პოემიდან.[1]

„მშვიდობით, იარაღო!“
A Farewell to Arms

რომანის პირველი გამოცემა
ავტორი ერნესტ ჰემინგუეი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
თემა ომი, სიყვარული
ჟანრი ნახევრად ავტობიოგრაფიული
გამომცემელი Scribner's Magazine
გამოცემის თარიღი მაისი–ოქტომბერი, 1929
მთარგმნელი ვახტანგ ჭელიძე
ქართულად გამოიცა 1960
გვერდი 297 (პირველი Scribner-ის გამოცემა)
oclc 36103848
წინამორბედი მამაკაცები უქალებოდ
მომდევნო სიკვდილი ნაშუადღევს
ISBN ISBN 0-684-83788-9

რომანი პირველად იქნა ადაპტირებული 1932 წელს.[2]

ვახტანგ ჭელიძის მიერ ქართულად ნათარგმნი რომანი პირველად გამოიცა 1960 წელს, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ მიერ, 20 000-იანი ტირაჟით.

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რომანი დაყოფილია ხუთ წიგნად. პირველ წიგნში რინალდი წარუდგენს კეთრინს ბაკლის ჰენრის; ჰენრი ცდილობს, რომ კეთრინი შეაცდუნოს, და ასე იწყება მათი ურთიერთობა. იტალიურ ფრონტზე ყოფნის დროს, იგი დაიჭრა ფეხში და იქნა გაგზავნილი მილანის ჰოსპიტალში. მეორე წიგნი გვიჩვენებს ჰენრისა და კეთრინის ურთიერთობების გაღრმავებას, მას შემდეგ რაც ერთად გაატარეს მთელი ზაფხული მილანში. ჰენრის შეუყავრდება კეთრინი და იმ დროისთვის, როდესაც იგი განიკურნება, კეთრინი უკვე სამი თვის ფეხმძიმე იქნება. მესამე წიგნში, ჰენრი ბრუნდება თავის გაერთიანებაში. თუმცა, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ავსტრიელები და გერმანელები არღვევენ იტალიის ხაზებს კაპორეტოს ბრძოლაში. იტალიელები უკან იხევენ. ჰენრი კლავს საინჟინრო სერჟანტს დაუმორჩილებლობის გამო. ამის შემდეგ, ჰენრის საეჭვო პიროვნებად თვლიან და იჭერენ. იგი ხედავს, რომ პოლიციელები შეუბრალებლად ხოცავდნენ დამნაშავეებს და გაქცევას გადაწყვეტს. მან ეს მოახერხა მდინარეში ჩახტომით. მეოთხე წიგნში ჰენრი და კეთრინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და შვეიცარიაში გარბიან ნიჩბიანი ნავით. უკანასკნელ წიგნში, ჰენრი და კეთრინი მშვიდად ცხოვრობენ მთებში, მანამ, სანამ კეთრინს დაეწყებოდა მშობიარობა. ხანგრძლივი და მტკივნეული მშობიარობის შემდეგ, მათი შვილი იაბადება მკვდარი. კეთრინს ეწყება სისხლდენა და მალევე კვდება, ხოლო ჰენრი იძულებულია მარტო დაბრუნდეს სასტუმროში, წვიმიან ამინდში.

პერსონაჟები რედაქტირება

  • ლეიტენანტი ფრედერიკ ჰენრი - რომანის მთხრობელი და მთავარი გმირი. იგი არის ახალგაზრდა ამერიკელი, რომელიც, პირველი მსოფლიო ომის დროს, მუშაობს მოხალისედ იტალიური არმიის სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლად.
  • კეთრინ ბაკლი - ინგლისელი მოწყალების და, რომელსაც შეუყვარდება ჰენრი. როგორც ჰენრი აღნიშნავს, კეთრინი არის განსაკუთრებულად ლამაზი.
  • რინალდი - ქირურგი იტალიის არმაში. იგი არის ჰენრის საუკეთესო მეგობარი.

გამოცემები ქართულ ენაზე რედაქტირება

  • ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით, იარაღო!, მოთხრობები (ინგლ. თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ). - თბილისი, 1992 წ, 320 გვ, 10000 ც.
  • ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო!, აღმოხდების მზე (ფიესტა) (ინგლ. თარგმნა ვახტანგ ჭელიძისა). - თბილისი. გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", 1960 წ, 479 გვ, 20000 ც.
  • ერნესტ ჰემინგუეი - თხზულებანი 4 ტომად; 1-ლი ტომი: მშვიდობით იარაღო; იქ, მიჩიგანში; ბატონი და ქალბატონი ელიოტი; პედუცი; ორმოცდაათი ათასი; მკვლელები; კატა წვიმაში; ბერიკაცი ხიდთან (ინგლ. თარგმნეს: ვ. ჭელიძემ, მ. ქარჩავამ, ნ. ღამბაშიძემ) გამომცემლობა "ლიტერატურა და ხელოვნება", 1965 წ, 365 გვ, 20000 ც.
  • ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო!, აღმოხდების მზე (ფიესტა), ქონა თუ არქონა. (ინგლ. თარგმნა ვ. ჭელიძემ). თბილისი. გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", 1976 წ. 630 გვ. 20000 ც.
  • ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო!, კილიმაჯაროს თოვლიანი მთა, მოხუცი და ზღვა (ინგლ. თარგმნეს ვ. ჟელიძემ და ა. რატიანმა). თბილისი. გამომცემლობა "ნაკადული". 2005 წ. 432 გვ. 4000 ც

სქოლიო რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება