მღიერულასებრნი, დათუნელასებრნი (ლათ. Arctiidae) — პეპლების ოჯახი. მათი ფრთების შლილი ჩვეულებრივ 3-8 სმ აღწევს. მუხლუხი დაფარულია ბუსუსით. ნაირჭამია მწერებია, იკვებებიან ბალახოვანი მცენარეების ფოთლებით ან მღიერებით. იზამთრებენ მუხლუხები, იშვიათად ჭუპრები. ოჯახში 5000-მდე სახეობაა. მოიპოვებიან მთელ მსოფლიოში. საქართველოში გავრცელებულია 60-მდე სახეობა. ზოგი მღიერულასებრნი მავნებელია — აზიანებს ტყის, ბაღისა და საძოვრის მცენარეებს.

მღიერულასებრნი
Arctia villica
Arctia villica
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  მღიერულასებრნი
ლათინური სახელი
Arctiidae

ლიტერატურა რედაქტირება