მღვდლობაახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთი, რომელსაც დასაბამი მიეცა ძველი აღთქმიდან. მღვდლობა დადგენილია ზეციური მამის, ღმერთის მიერ. ღვთიური წარმოშობის საწყისთან ერთად მღვდლობას აქვს განსაკუთრებული ნიშანი - ხელდასმა, რომლის საშუალებით რჩეულებზე გადმოდის ღვთის განსაკუთრებული მადლი და ამრიგად ისინი მაღლდებიან თავიან ხარისხში თვით სულიწმინდის მიერ.

ეპისკოპოსის ხელდასმა XIV ს. ტულუზა, საფრანგეთი

ისტორია რედაქტირება

მამა ღმერთმა უთხრა მოსეს:

„აიყვანე შენთან შენი ძმა არონი და მისი ძენი მასთან ერთად, ისრაელთა შვილებიდან, რომ ის იყიოს ჩემს მღვდელად, არონი და ნადაბ და აბიუდ, და ელიაზარი და იათამარ - ძენი არონისა. და გაუმზადე წმიდა სამოსელი შენ ძმას არონს, პატივსა და დიდებისათვის.“ (გამოსლვათა 28, 1-2)

შემდეგ ღმერთმა დაადგინა მღვდელთმსახურერბის მთელი რიგი წესები. დროთა განმავლობაში ეს წესები თანდათან სრულყოფილი ხდებოდა.

„მივის ჩვენ მღვდელთმთავარი დიდი, რომელმან განვლნა ცანი, იესო, ძე ღმღთისა, შევიკრძალოთ აღსარებაჲ იგი მის მართლ; რამეთუ არა ეგევითარი გჳვის მღუდელთმთავარი, რომელიმცა ვერ შემძლებელ იყო შეწყალებად უძლურებათა ჩვენთა, გამოცილი ყოველთავე მსგავსებითა, თჳნიერ ცოდვისა.“ (ებრაელთა 4, 14-15)

მართლმადიდებლური სწავლება რედაქტირება

ახალი აღთქმის დროიდან შემოღებულ იქნა წმიდა მოციქულების მიერ ხელდასმის მღვდლობის ფორმა, ხოლო იერარქიული ხარისხები მღვდლობაში დააწესა თავად უფალმა იესო ქრისტემ, ესენია: ეპისკოპოსის, მღვდლის და დიაკონის ხარისხი.
წმინდა მოციქულები სულიწმინდის წინამძღოლობით ასრულებდნენ ყველაფერს, რაც მათ დაუწესა იესო ქრისტემ:

„ხოლო ნუგეშინისმცემელი იგი სული წმინდა, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თვენ ყოველივე, და მოგახსენოს თქუე ყოველივე რაოდენი გარქუ თქუენ.“ (იოანე 14, 26)

მოციქული პავლე წერდა თავის მოწაფეს, ეპისკოპოს ტიმოთეს:

„ნუ უდებ-ჰყოფ, რომელი ეგე არს შენთანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაჲსწარმეტყველებითა დასხმითა ხელთა ხუცობისაჲთა.“ (1 ტიმოთე 4, 14)

ასეთი მრავალი ამონარიდის მოტანა შეიძლება სახარებიდან. ყველა მათგანიდან ნათლად ჩანს, რომ მღვდლობა ნამდვილად არის საიდუმლო.

რიტუალი რედაქტირება

მღვდლობის საიდუმლო სრულდება წირვის დროს საკურთხეველში მღვდელთ-მთავრის ხელდასხმით. კურთხევის წესს შეადგენს შემდეგი მოქმედებები:
ტრაპეზთან მიეახლება პირი, რომელიც არჩეულია ეკლესიაში სამსახურებლად;
ტრაპეზის გარშემო შემოვლა საღვთო საგალობლების გალობით - ამ დროს ის ემთხვევა ტრაპეზის კუთხეებს, ომფორს და მღვდელთ-მთავრის ხელს;
კურთხევის ლოცვა - ამ დროს ეპისკოპოსი მას დააფარებს თავზე ომფორის ბოლოს, გადასახავს სამჯერ ჯვარის სახეს და დაადებს თავზე ხელს.
კურთხევის შემდეგ შემოსავს სამღვდლო სამოსელით - ამ დროს ეპისკოპოსი წარმოსთქვამს სიტყვას: „აქსიოს“, რაც ქართულად ნიშნავს „ღირს არს“. ამ სიტყვას იმეორებენ მღვდელმსახურები და მგალობლები.

ლიტერატურა რედაქტირება

  • „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 126, ISBN 978-9941-0-0902-0.
  • საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1980 (გვ. 360-366., საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, თბილისი, 1980}
  • საღვთო სჯული, არქიმანდრიტი ნესტორ ყუბანეიშვილი, ქუთაისი,1916 წ.