მფრინავი სახლი (ფილმი)

მფრინავი სახლი (ორიგინალური სახელწოდება - Up, ინგ: მაღლა) — 2009 წლის კომპიუტერული ანიმაციური სათავგადასავლო ჟანრის მულტიპლიკაციური ფილმი, გადაღებული Pixar Animation Studios-ს მიერ. ფილმის დისტრიბუტორია Walt Disney Pictures. ფილმმა 2009 წლის 13 მაისს გახსნა 62-ე კანის კინო ფესტივალი. ფილმის პრემიერა ამერიკაში კი შედგა 29 მაისს. ის იყო პირველი ანიმაციური და ამავე დროს პირველი სამგანზომილებიანი ფილმი, რომელმაც კანის კინო-ფესტივალი გახსნა.

„მფრინავი სახლი
UP“
რეჟისორი პიტ დოქტერი
ბობ პეტერსონი
პროდიუსერი ჯონას რივერა
ჯონ ლესეტერი
ენდრუ სტენტონი
კომპოზიტორი მაიკლ ჯაკინო
სტუდია Pixar Animation Studios
დისტრიბუტორი Walt Disney Pictures
პრემიერა 29 მაისი, 2009
ხანგრძლივობა 96 წთ
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $175 მილიონი
შემოსავალი $683 მილიონი
საიტი http://adisney.go.com

„მფრინავი სახლი“ არის რეჟისორ პიტ დოქტერის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი „მონსტრების კორპორაციის“ შემდეგ. ფილმს ახმოვანებენ ედვარდ ასნერი, კრისტოფერ პლამერი, ბობ პეტერსონი და ჯორდან ნაგაი. „მფრინავი სახლი“ არის Pixar-ის მეათე ანიმაციური ფილმი და პირველი, რომელიც გამოვიდა სამგანზომილებაში.

ფილმში მოქმედება ვითარდება მოხუც ქვრივ კარლ ფრედრიკსენის გარშემო, რომელიც გადაწყვეტს თავისი სახლით გაფრენას სამხრეთ ამერიკაში. ფილმმა მიიღო პოზიტიური შეფასებები კინოკრიტიკოსების მიერ და კინოგაქირავებაში მოიტანა 683 მილიონი დოლარი, რითაც ის Pixar-ის ფილმებს შორის ანიმაციური ფილმის, „ნემოს ძიებაში“, შემდეგ კომერციულად ყველაზე წარმატებული გამოდგა.

ჯილდოები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება