მუსიკალური კულტურის აზერბაიჯანის სახელმწიფო მუზეუმი

მუსიკალური კულტურის აზერბაიჯანის სახელმწიფო მუზეუმი (აზერ. Azərbaycan Musiqi Mədəniyyət Dövlət Muzeyi) — აზერბაიჯანის კულტურის დაწესებულება.

მუსიკალური კულტურის აზერბაიჯანის სახელმწიფო მუზეუმი
აზერ. Azərbaycan Musiqi Mədəniyyət Dövlət Muzeyi
40°22′10″ ჩ. გ. 49°50′33″ ა. გ. / 40.36961111° ჩ. გ. 49.84251000° ა. გ. / 40.36961111; 49.84251000
დაარსდა 1967
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა ბაქო
ოფიციალური საიტი musicmuseum.az/az/index.php
Map

ისტორია რედაქტირება

შეიქმნა ბაქოში 1967 წელს. მუზეუმის ძირითადი მიზნები და ამოცანებია აზერბაიჯანის მუსიკალურ კულტურასთან დაკავშირებული მასალების შეგროვება, შენახვა, შესწავლა და პოპულარიზირება. 1967-1996 წლებში მდებარეობდა იჩერი-შეჰერში, ყოფილ ქარავან-სარაის შენობაში, მდებარე ჰაგიტად რზაევას ქ. №9-ში. 2015 წელს მუსიკალური კულტურის აზერბაიჯანის სახელმწიფო მუზეუმი გადავიდა მუსიკალური ცენტრის შენობაში, რომელიც მდებარეობს მენავთობეების პროსპექტზე, №123-ა-ში.

ექსპონატები რედაქტირება

მუზეუმის ფონდებში ინახება 20.000-ზე მეტი ექსპონატი.[1] მათ შორის არის ისეთი ეროვნული ინსტრუმენტები, როგორიცაა ჩენგი, თარი, ქამანჩა, საზი, გავალი, გოშანაღარა, ზურნა, ნეი, ამის გარდა ისეთი უჩვეულო მუსიკალური საკრავები, როგორებიც არის ასა-თარი, ასა-საზი, ასევე გრამაფონები, პატეფონები და ფირფიტები.

აქ ინახება საოპერო მომღერლების — გ. სარაბსკის, ფ. მუხტაროვას, მ. ბაგიროვას და სხვების პირადი არქივები. მუზეუმში ასევე ინახება უზეირ ჰაჯიბეკოვის, ბულბულის, ყარა ყარაევის, ფიქრეთ ამიროვის საავტორო სანოტო ჩანაწერები, მუსიკალურ მოღვაწეთა პირადი ნივთები, აფიშები, პროგრამები, ფოტოები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, წიგნები და სხვა სახის ექსპონატები.


სქოლიო რედაქტირება