მურა სოკო (ლათ. Russula adusta) — სოკოს სახეობა ხრაშუნა სოკოების გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ აფრიკასაავსტრალიას.

მურა სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ხრაშუნასოკოსნაირნი
ოჯახი:  ხრაშუნასოკოსებრნი
გვარი:  ხრაშუნა სოკოები
სახეობა:  მურა სოკო
ლათინური სახელი
Russula adusta (Pers.) Fr., 1838

დაბალი ხარისხის საჭმელი სოკოა. გამოიყენება მხოლოდ დამწნილებული.[1] იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ფიჭვთან და ნაძვთან, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1801 წელს როგორც Agaricus adustus.[2] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1838 წელს.[3]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus adustus Pers. 1801
  • Agaricus nigricans Bull. 1785
  • Omphalia adusta (Pers.) Gray 1821

აღწერა რედაქტირება

ქუდის დიამეტრი — 5-15 (25) სმ, თავიდან ამობურცულია, შემდეგ — ძაბრისებრი. ნორჩობაში მონაცრისფრო ან ჩალისფერი, ასაკთან ერთად მურა ფერს იღებს, ოდნავ წებოვანია.[4]

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, შეზრდილი ან ოდნავ დაღმავალი, ვიწრო, სხვადასხვა ზომის, თავიდან თეთრი, შემდეგ — მონაცრისფრო. დაჭერისას შავდება.

ფეხი 3-8 (10) სმ, სისქე — 2-3 სმ, მყარი, ქუდის ფერია, ოღონდ უფრო ღია, ცილინდრული, მთლიანი, გლუვი, შეხებისას შავდება.

რბილობი — თეთრია, გაჭრისას წითლდება, შემდეგ ნელ-ნელა ნაცრისფერდება, შეხებისას შავდება. მოტკბო-მწარეა, მძაფრი სუნით, რომელიც წააგავს ობის ან ძველი ღვინის კასრის სუნს.

სპორების ფხვნილი — თეთრი. სპორები — სფეროსებრი ან ფართოელიფსისებრი, 7-9×7-8 მკმ

გავრცელება და ეკოლოგია რედაქტირება

იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ფიჭვთან და ნაძვთან, მჟავე ნიადაგზე.[5] გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპას, ჩრდილოეთ აფრიკასა (მაროკო, ალჟირი) და ავსტრალიას. აზიაში დაფიქსირებულია მცირე აზიაში, კორეასა და იაპონიაში.[6] მურა სოკო შესულია ნიდერლანდების გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[7]

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
„ვიკისახეობების“ ლოგოტიპი
ვიკისახეობებს აქვს გვერდი თემაზე
Russula adusta

სქოლიო რედაქტირება

  1. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 194, ISBN 99940-856-1-1.
  2. Pers. (1801) , In: Syn. meth. fung. (Göttingen) 2:459
  3. E.M. Fries (1838) , In: Epicr. syst. mycol. (Upsaliae):350
  4. Сержанина Г. И. Шляпочные грибы Белоруссии. — Минск: Наука и техника, 1984.
  5. Pavol Škubla: Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa, 2007. ISBN 978-83-245-9550-1.
  6. Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2014-09-01.
  7. Ewald Gerhardt (2011). De grote paddenstoelengids voor onderweg, pagina 432. De Fontein-Tirion uitgevers, ISBN 978 90 5210 784 4