მუნიეკასის პროვინცია

მუნიეკასის პროვინცია (ესპ. Provincia de Muñecas) — პროვინცია ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტში. დედაქალაქია ჩუმა.

პროვინცია
მუნიეკასის პროვინცია
Provincia de Muñecas
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
ადმ. ცენტრი Chuma
კოორდინატები 15°30′00″ ს. გ. 68°50′00″ დ. გ. / 15.50000° ს. გ. 68.83333° დ. გ. / -15.50000; -68.83333
ფართობი 4 965 კმ²
სალაპარაკო ენები ესპანური, აიმარა, კეჩუა
მოსახლეობა 25 163 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 5,1 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCGMT -4

პროვინციას სახელი ეწოდა კაპიტან (caudillo) იდელფონსო დე ლას მუნიეკასის პატივსაცემად, რომელიც ზემო პერუს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. ეს სახელი პროვინციას შექმნისთანავე, 1826 წლის 18 ოქტომბერს უწოდეს.

პროვინცია მდებარეობს ბოლივიის კორდილიერა-რეალის აღმოსავლეთ ფერდობებზე. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 65 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 40 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 4 965 კმ²-ს შეადგენს.

მოსახლეობა რედაქტირება

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა გაორმაგდა.

  • 40.3% ლაპარაკობს ესპანურად, 63.3% აიმარაზე და 35.2% კეჩუაზე (2001).
  • 68.6% წერა-კითხვის მცოდნეა.
  • მოსახლეობის 97.0%-ს არ აქვს ელექტროენერგია.
  • მორწმუნეთა 81.1% კათოლიკეა, 10.3% პროტესტანტი (1992).

დაყოფა რედაქტირება

პროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება