მუკორისნაირი სოკოები

მუკორისნაირი სოკოები (ლათ. Mucorales) — უმდაბლესი სოკოების რიგი ზიგომიცეტების კლასისა (ადრე მიაკუთვნებდნენ ფიკომიცეტების კლასის ზიგომიცეტების ქვეკლასს). აქვთ უუჯრედო მიცელიუმი. მრავლდებიან უსქესოდ (სპორანგიუმებით) ან სქესობრივად (ზიგოგამია). ცნობილია 250-მდე სახეობა. უმრავლესობა საპროფიტია, ზოგი კი — თავისი მონათესავე სოკოების პარაზიტი. ზოგიერთი სახეობა იწვევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადება, მაგ., Rhizopus nigricans მზესუმზირას კალათის მშრალ სიდამპლეს, Rhizopus nigricans — სიმინდის ტაროს ნაცრისფერ სიდამპლეს და სხვა. ცნობილია ადამიანისა და ცხოველების მიკოზების გამომწვევი სახეობებიც. მუკორის (Mucor) გვარის ზოგიერთ სახეობას ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად იყენებენ.

მუკორისნაირი სოკოები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
რიგი:  მუკორისნაირი სოკოები
ლათინური სახელი
Mucorales

ლიტერატურა რედაქტირება