მუზაფარ ჰუსეინ-ხანი

მუზაფარ ჰუსეინ-ხანი (დ. 1548 — გ. 1606) — სეფიანთა ირანის სახელმწიფო მოღვაწე, არმიის ყულარაღასი 1590-იან წლებში. ყანდაარის გამგებელი 1593-1595 წლებში.

1595 წელს დაუთმო ქალაქი დიდ მოგოლებს. ამის შემდეგ ის გახდა ჰერათის მმართველი. 1605-1606 წლებში შაჰ-აბასის ბრძანებით შეუტია ავღანეთს და ალყაში მოაქცია ყანდაარი, მაგრამ ვერ აიღო. ამის გამო, ისპაჰანში დაბრუნების შემდეგ შაჰმა სიკვდილით დასაჯა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

წყარო რედაქტირება