მუვათალი IIხეთების მეფე, მურსილი II-ის ძე. ჩვენამდე მოაღწია ხეთურ ენაზე შედგენილმა ვრცელმა ხელშეკრულებამ, რომელიც მუვათლიმ დადო მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ხეთების ვასალური ქვეყნის - ვილუსას - მმართველ ალექსანდუსთან. მუვათალი ცდილობდა ხეთების პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებას ჩრდილოეთ სირიის სამთავროებზე. ამ მიზნით იგი კადეშთან შეებრძოლა ეგვიპტელების ლაშქარს, რომელსაც რამსეს II მეთაურობდა (ძვ. წ. 1274). ბრძოლამ წარმატება ვერცერთ მხარეს ვერ მოუტანა, ხეთები კვლვინდებურად ბატონობდნენ ჩრდილოეთ სირიაში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 190.
  • ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ., 1971