მსოფლიოს IV გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის

25 ოქტომბერი - 2 ნოემბერი 1997 ლუცერნი, შვეიცარია.

ამჯერად ფიდემ ტურნირში 1996 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი სამი პრიზიორი (რუსეთი, უკრაინა და აშშ) დაუშვა. ტურნირში მონაწილეობის უფლება მიიღეს ევროპის 1997 და პანამერიკის 1995 წლების ჩემპიონებმა, ინგლისისა და კუბის გუნდებმა. აზიას წარმოადგენდა ყაზახეთი, რომელმაც სპეციალურ ტურნირში გაიმარჯვა. ტურნირში დაუშვეს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული - საქართველოს ქალთა ნაკრებიც. ეგვიპტის ნაკრების ნაცვლად, რომელმაც უარი თქვა ტურნირში მონაწილეობაზე, ფიდემ სომხეთის გუნდი მიიწვია. ასევე მიწვეულ იქნა ხორვატიის ნაკრებიც და რაღა თქმა უნდა თამაშობდნენ მასაპინძლები, შვეიცარიელი მოჭადრაკეებიც.

ძირითდი ბრძოლა რუს და ამერიკელ მოჭადრაკეებს შორის წარიმართა. წინ ჯერ რუსები გავიდნენ. მეხუთე ტურის შემდეგ ქულანახევრით წინ უკვე ამერიკელები იყვნენ. მეექვსე ტურში რუსებმა ერთი ქულა ამოქაჩეს. ბოლო ტურის წინ ამერიკელებს 20 ქულა ჰქონდათ, რუსებს - 19,5. ბოლო ტურში რუსებმა ქართველი ქალები მშრალად (4-0) დაამარცხეს. ამერიკელებს ყაზახებთან 3,5 ქულა სჭირდებოდათ, მაგრამ, შავი ფიგურებით მოთამაშე ბენჟმენმა და ჯაიდანოვმა მხოლოდ ყაიმს მიღწიეს და ამერიკამ მხოლოდ 3-1 მოიგო. რუსები ჩემპიონები გახდნენ. მესამე ადგილისათვის ბროლაში სომხებმა ინგლისელებს მხოლოდ ბოლო ტურში აჯობეს. ქართველი ქალები, როგორც მოსალოდნელი იყო, მაღალი ადგილებისათვის ბრძოლაში არ ჩარეულა, თუმცა ორი მატჩის მოგება მაინც შესძლო.

საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდნენ: მაია ჩიბურდანიძე (+1=4-3), ნანა იოსელიანი (+0=3-4), ქეთევან არახამია (+1=3-4), ნინო გურიელი (+1=4-3), ნინო ხურციძე (+0=1-2) და ნონა გაფრინდაშვილი (+0=0-2).

ტექნიკური შედეგები რედაქტირება

გუნდები 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 რუსეთი   2 2 2 3 3 2 2 3,5 4 23,5
2 აშშ 2   2 2,5 2,5 2 3 3 2,5 3,5 23
3 სომხეთი 2 2   2,5 2,5 2 2,5 2 2,5 3 21
4 ინგლისი 2 1,5 1,5   2 3 2,5 2,5 3 2,5 20,5
5 უკრაინა 1 1,5 1,5 2   1,5 2 3 2 3,5 18
6 ხორვატია 1 2 2 1 2,5   2,5 2 3 1,5 17,5
7 შვეიცარია 2 1 1,5 1,5 2 1,5   2,5 2 3 17
8 ყაზახეთი 2 1 2 1,5 1 2 1,5   2,5 1,5 15
9 კუბა 0,5 1,5 1,5 1 2 1 2 1,5   3 14
10 საქართველო (ქალები) 0 0,5 1 1,5 0,5 2,5 1 2,5 1   10,5

პრიზიორთა შემადგენლობა და შედეგები რედაქტირება

  რუსეთი

ებგენი ბარეევი 4 (+3=2-1), პიოტრ სვიდლერი 4,5 (+3=3-1), ალექსანდრე ხალიფმანი 4,5 (+2=5-0), სერგეი რუბლევსკი 4 (+3=2-1), ალექსეი დრეევი 2,5 (+1=3-1), ვადიმ ზვიაგინცევი 4 (+3=2-0).

  აშშ

ალექსანდრე ერმოლინსკი 4 (+1=6-0), ჯოელ ბენჟმინი 3 (+2=2-2), ბორის გულკო 3 (+1=4-0), ნიკ დე ფირმიანი 3 (+2=2-1), გრიგორი კაიდანოვი 5 (+4=2-0), ლარი კრისტიამსენი 5 (+4=2-1).

  სომხეთი

ვლადიმირ აკოფიანი 5 (+2=6-1), რაფაელ ვაჰანიანი 1,5 (+0=3-1), სმბატ ლპუტიანი 7 (+5=4-0), არტაშეს მინასიანი 4,5 (+2=5-0), აშოტ ანასტასიანი 2 (+1=2-2), მელიქსეტ ხაჩიანი 1 (+0=2-0).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით რედაქტირება

პირველი დაფა ქვეყანა %
ვასილი ივანჩუკი   უკრაინა 6 8 75,0
ევგენი ბარეევი   რუსეთი 4 6 66,7
ალექსანდრე ერმოლინსკი   აშშ 4 7 57,1
მეორე დაფა ქვეყანა %
ალექსანდრ ონიშუკი   უკრაინა 4,5 7 64,3
პიოტრ სვიდლერი   რუსეთი 4,5 7 64,3
მაიკლ ადამსი   ინგლისი 4 7 57,1
მესამე დაფა ქვეყანა %
სმბატ ლპუტიანი   სომხეთი 7 9 77,8
მურტაზ კაჩგალიევი   ყაზახეთი 6 9 66,7
მეტიუ სადლერი   ინგლისი 6 9 66,7
მეოთხე დაფა ქვეყანა %
სერგეი რუბლევსკი   რუსეთი 4 6 66,7
ჯონათან სპილმენი   ინგლისი 4 6 66,7
არტაშეს მინასიანი   სომხეთი 4,5 7 64,3
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
გრიგორი კაიდანოვი   აშშ 5 6 83,3
გორან დიზდარი   ხორვატია 4,5 7 64,3
რიჩრდ ფორსტერი   შვეიცარია 3 5 60,0
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ვადიმ ზვიაგინცევი   რუსეთი 4 5 80,0
ლარი კრისტიანსენი   აშშ 5 7 71,4
ხუან ბორხესი   კუბა 2,5 6 41,7