მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ქალთა შორის

1956 წლის კონგრესზე ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ქალთა შორის. პირველი ჩემპიონატი 1957 წელს გაიმართა. თავიდან არ იყო ჩემპიონატების ჩატარების მუდმივი ციკლი. 1978 - 1990 წლებში ჩემპიონატები ჩატარდა ოთხწლიანი ციკლით1993 წლიდან კი ტარდება ორწლიანი ციკლით. ისევე როგორც ვაჟებში, აქაც ტონს ევროპელები იძლევიან, თუმცა მეოცე საუკუნის ბოლო წლებში სამხრეთ კორეელებმა მოახერხეს მათთვის წინააღმდეგობის გაწევა და ერთხელ მოიგეს კიდეც ჩემპიონატი. თავდაპირველად ლიდერობდნენ ჩეხი, რუმინელი და უნგრელი ხელბურთელები გერმანიის გაერთიანებამდე ძლიერი გუნდი ჰყავდათ აღმოსავლეთ გერმანელებს. მერე დაწინაურდა სსრ კავშირის ნაკრები გუნდი. ბოლო წლებში მოწინავე პოზიციებზე გავიდნენ დანიელები, ნორვეგიელები, რუსები და უნგრელები. სტაბილურად კარგი გუნდები ყავთ სერბებს, გერმანელებს და ფრანგებს. აქაც, ისევე როგორც ვაჟებში ყველა დიდი ტურნირის მოგებაზე 5-6 გუნდი აცხადებს სერიოზულ პრეტენზიას.

ჩემპიონები და პრიზიორები, ქალები რედაქტირება

# წელი ჩატარების

ადგილი

მონაწილეთა

რაოდენობა

პირველი

ადგილი

მეორე

ადგილი

ფინალური მატჩის

შედეგი

მესამე

ადგილი

I 1957   იუგოსლავია 9   ჩეხოსლოვაკია   უნგრეთი 7 - 1   იუგოსლავია
II 1962   რუმინეთი 9   რუმინეთი   დანია 8 - 5   ჩეხოსლოვაკია
III 1965   გერმანია 8   უნგრეთი   იუგოსლავია 5 - 3   გერმანია
IV 1971   ნიდერლანდები 9   გდრ   იუგოსლავია 11 - 8   უნგრეთი
V 1973   იუგოსლავია 12   იუგოსლავია   რუმინეთი 16 - 11   სსრკ
VI 1975   სსრკ 12   გდრ   სსრკ ტურნირი   უნგრეთი
VII 1978   ჩეხოსლოვაკია 12   გდრ   სსრკ ტურნირი   უნგრეთი
VIII 1982   უნგრეთი 12   სსრკ   უნგრეთი ტურნირი   იუგოსლავია
IX 1986   ნიდერლანდები 16   სსრკ   ჩეხოსლოვაკია 30 - 22   ნორვეგია
X 1990   სამხრეთი კორეა 16   სსრკ   იუგოსლავია 24 - 22   გდრ
XI 1993   ნორვეგია 16   გერმანია   დანია 22 - 21   ნორვეგია
XII 1995   უნგრეთი 16   სამხრეთი კორეა   უნგრეთი 25 - 20   დანია
XIII 1997   გერმანია 24   დანია   ნორვეგია 33 - 20   გერმანია
XIV 1999   გერმანია 24   ნორვეგია   საფრანგეთი 25 - 24   ავსტრია
XV 2001   იტალია 24   რუსეთი   ნორვეგია 30 - 25   იუგოსლავია
XVI 2003   ხორვატია 24   საფრანგეთი   უნგრეთი 32 - 29   სამხრეთი კორეა
XVII 2005   რუსეთი 24   რუსეთი   რუმინეთი 28 - 23   უნგრეთი
XVIII 2007   საფრანგეთი 24   რუსეთი   ნორვეგია 29 - 24   გერმანია
XIX 2009   ჩინეთი 24   რუსეთი   საფრანგეთი 25 - 22   ნორვეგია
XX 2011   სერბეთი 24   ნორვეგია   საფრანგეთი 32 - 24   ესპანეთი

ლიტერატურა რედაქტირება

  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • Гандбол. Справочник. Москва. изд. ,,ФиС’’ 1982

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება