მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის

ისტორია რედაქტირება

2006 წელს ფიდემ როგორც იქნა გადაწყვიტა ჩაეტარებინა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ქალთა შორის. მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჩატარებულიყო პირველი ასეთი ტურნირი რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში. მონაწილეებად მოწვეულ იქნენ ბოლო ოლიმპიადის და კონტინენტური პირველობების გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები. გუნდები ოთხ დაფაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს და ჰყავდათ კიდევ ერთი სათადარიგო მოთამაშე. ჩათვლა ხდებოდა გუნდური (მოგება-2, ფრე -1 და წაგება - 0 ქულა) ქულების გათვალისწინებით. მთავარ ფავორიტებად ითვლებოდნენ ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონები, ჩინელები, ბოლო ოლიმპიადების ჩემპიონები, უკრაინის და საქართველოს გუნდები, აგრეთვე რუსეთის და ბოლო ევროპის ჩემპიონის, პოლონეთის ნაკრებები.

ჩემპიონები და პრიზიორები რედაქტირება

ჩემპიონატი ჩატარების თარიღი ჩატარების ადგილი მონაწილეთა რაოდენობა ჩატარების სისტემა დაფათა რაოდენობა პირველი ადგილი მეორე ადგილი მესამე ადგილი
I ჩემპიონატი 17 - 30 მაისი 2007 ეკატერინბურგი,   რუსეთი 10 წრიული 4   ჩინეთი   რუსეთი   უკრაინა
II ჩემპიონატი 1 - 12 სექტემბერი 2009 ნინბო,   ჩინეთი 10 წრიული 4   ჩინეთი   რუსეთი   უკრაინა
III ჩემპიონატი 18 - 28 დეკემბერი 2011 მარდინი,   თურქეთი 10 წრიული 4   ჩინეთი   რუსეთი   საქართველო
IV ჩემპიონატი 2 - 13 მარტი 2013 ასტანა,   ყაზახეთი 10 წრიული 4   უკრაინა   ჩინეთი   რუსეთი

საქართველოს ნაკრები ოთხჯერ მონაწილეობდა მსოფლიოს ჩემპიონატებში და მხოლოდ მესამე ჩემპიონატში მოახერხეს სამეულში შესვლა.