მჟაუნა (ლათ. Rumex acetosa) — მრავალწლოვანი ორსახლიანი ბალახოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა. აქვს სწორი ღერო, რომლის სიმაღლე 30-100 სმ აღწევს, მოგრძო ისრისები ფოთოლი და მუქი ყავისფერი პრიალა კაკლუჭა ნაყოფი.

მჟაუნა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Caryophyllales
ოჯახი:  მატიტელასებრნი
სახეობა:  მჟაუნა
ლათინური სახელი
Rumex acetosa

საქართველოში იზრდება ბუჩქნარებში, ნატყევარ მდელოებსა და ტყის პირებზე თითქმის სუბალპურ სარტყლამდე. საადრეო ბოსტნეულია, ფოთოლი შეიცავს მჟაუნმჟავას, A და C ვიტამინებს.

მდიდარია რკინითა და კალიუმით. მჟაუნას ჯიშებიდან კულტურაშია ბელვილური, ოდესური 17, მაიკოპური 10 და ფართოფოთლიანი.

ლიტერატურა რედაქტირება