მჟაველა (ვაზის ჯიში)

მჟაველაქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. გავრცელებული იყო მხოლოდ რაჭაში. ჰქონდა მსხვილი და მეტად ლამაზი მარცვალი. მისი ღვინო ზაფხულის სასმელი ყოფილა, არ ათრობდა. სახელწოდება ყურძნის სიმჟავის მახასიათებელია. ივანე ჯავახიშვილის ცნობით, ეს ჯიში უკვე გადაშენებული ყოფილა.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. კუდავა ბუბა, მჟაველა // ივანე ჯავახიშვილი : ენციკლოპედიური ლექსიკონი / მთ. რედ. მეტრეველი რ., თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2002. — გვ. 474, ISBN 99928-929-8-6.