მოჰამედ ჰუსეინ ფადლალა

დიდი აიათოლა საიიდ მუჰამად ჰუსეინ ფადლალა (არაბ.: محمد حسين فضل الله‎)(დ. 16 ნოემბერი, 1935 — გ. 4 ივლისი, 2010) — შიითი შეიხი, მოძრაობის "ჰეზბოლა" დამაარსებელი. დაიბადა ერაყის ქალაქ ჰეჯეფში ლიბანელი ემიგრანტების ოჯახში. მშობლიურ ლიბანში 1952 წელს დაბრუნდა. 1985 წელს მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ჰეზბოლაში ყველა ოფიციალური პოსტი დატოვა და მხოლოდ მისი სულიერი ლიდერის როლში დარჩა.