მოჯადოებული“ (ინგლ. Charmed) — ამერიკული სატელევიზიო შოუ, რომელიც გადიოდა ახლა უკვე დახურულ ტელე-არხ WB-ზე, 8 წლის განმავლობაში (8 სეზონი). შოუ პირველად ეთერში გავიდა 1998 წლის, 7 ოქტომბერს. იგი გამოშვებულია აარონ სპელინგის მიერ, რომელიც მოგვითხრობს სამი დის შესახებ. ისინი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და კეთილი გრძნეულები არიან, მთელი ზებუნებრივი სამყაროსთვის ცნობილი როგორც „მოჯადოებულები“, დანარჩენი ყველასთვის კი ჰოლიუელები. ყოველი და ფლობს უნიკალურ, მაგიურ ძალას, რომელიც ეტაპობრივად იზრდება და ვითარდა. ისინი ერთ სახლში ცხოვრობენ და იყენებენ თავიანთ ზებუნებრივ ძალებს, რათა დაამარცხონ — კუდიანები, დემონები, ბოროტი ძალები და ასევე იხსნან უდანაშაულო ხალხი სან-ფრანცისკო, კალიფორნია-ში.

მოჯადოებული
ჟანრი ზებუნებრივი, დრამა
ავტორი კონსტანს მ. ბარგი
მონაწილეობენ ჰოლი მერი კომბსი
ალისა მილანო
როუზ მაკგოუნი
შანენ დოერტი
ბრაიან კრაუზი
დორიან გრეგორი
ჯულიენ მაკმაჰონი
დრიუ ფალერი
ქელეი კუოკო
ტედ კინგი
მთავარი თემა „How Soon Is Now?“ (Love Spit Love)
კომპოზიტორ(ებ)ი ჯ. პიტერ რობინსონი
და სხვები
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 8
ეპიზოდი 178 (ეპიზოდების სია)
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ბრედ კერნი
კონსტანს მ. ბარგი
აარონ სპელინგი
ე. დიუკ ვინსენტი
კამერა Panavision, ერთკამერიანი
ხანგრძლივობა 40-45 წთ.
კომპანია Spelling Television, Worldvision Enterprises, Inc.
ეთერი
ორიგინალური არხი The WB
ჩვენების ფორმატი 480i (SDTV)
აუდიო ფორმატი Dolby Digital
ეთერში 7 ოქტომბერი, 1998 (1998-10-07) — 21 მაისი, 2006 (2006-05-21)
რესურსები ინტერნეტში
საიტი

ზებუნებრივ ტელესერიალებს შორის, (ვამპირის მკვლელი ბაფი, ანგელოზი და როზუელი) შოუ ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ შოუ მოიცავს მრავალ ჟანრს როგორიცაა: საშინელებათა ფილმი, ფანტასტიკა, კომედია და ა.შ. გახმაურებულია ის ფაქტიც, რომ მესამე სეზონის ბოლოს შოუ დატოვა მთავარმა მონაწილემ შანენ დოერტიმ. შოუ სარგებლობდა დიდი რეიტინგით WB Television Network-ზე. დაახლოებით 7.70 მილიონი მაყურებელი ჰყავდა პირველი სეზონის პირველ ეპიზოდს: „Something Wicca This Way Comes“.

მოჯადოებულის მუსიკალური თემა „How Soon Is Now?“ არის შესრულებული Love Spit Love-ის მიერ. იგივე მუსიკა არის ფილმ The Craft-ის საუნდტრეკი.

ბოლო სერია გამოვიდა 21 მაისს, 2006 ამერიკის შეერთებულ შტატებში. შოუს ფინალი „Forever Charmed“ 4 მილიონი მაყურებლით შემოიფარგლა. შოუ განმეორებით გადის არხ TNT-ზე.

მიმოხილვა რედაქტირება

წინაპირობა რედაქტირება

მოჯადოებული არის ისტორია სამი დის შესახებ, ფრუდენსი (ფრუ), ფაიფერ და ფიბი. ისინი აღმოაჩენენ რომ არიან ყველაზე ძლიერი და კეთილმოსურნე ჷრძნეულები, მოჯადოებულები; თითოოეული მათგანი დასაჩუქრებულია თანდაყოლილი მაგიური ძალით, რომელიც კოლექტიურად უნდა იხმარონ უდანაშაულო ხალხის დასაცავად. მათი მთავარი მიზანია სან-ფრანცისკო გაათავისუფლონ დემონებისგან. მათი უფროსი და, დემონებთან ბრძოლისას დაიღუპება, რომელიც "სამის ძალას" გატეხს. თუმცა, მათი ბედი აქ არ მთავრდება, ისინი გაიგებენ რომ ჰყავთ მეოთხე ნახევარ-და, ფეიჯ მათიუსი, რომლის არსებობის შესახებ მათ არ იცოდნენ. იგი არის ნახევრად-გრძნეული და ნახევრად-whitelighter. პირველიდან მეოთხე სეზონის ჩათვლით, დების ბედი იყო ბოროტების წყაროს განადგურება, რომელიც მთელი მიწისქვეშა სამყაროსა და მონა-მორჩილების მმართველი იყო. მისი დამარცხების შემდეგ, "მოჯადოებულებს" მოუწევთ Nexus-ის განადგურება; მათი ზებუნებრივი ცხოვრების მვერვალზე , ოთხმა დამ ასევე უნდა მიხედონ სერიოზულ საკითხებს რეალურ სამყაროში, (როგორიცაა ურთიერთობები, კარიერა, ქორწინება, მშობიარობა, ავადმყოფობა და სიკვდილი). ყველაფერთან ერთად მათ ევალებათ დაიცვან თავიანთი საიდუმლო გამოაშკარავებისაგან.

სიუჟეტის მიმოხილვა რედაქტირება

"მოჯადოებულის ისტორია სამი დით იწყება — ფრუდენს, ფაიფერითა და ფიბით — რომლებიც შეიკრიბნენ იმ ექვსი თვის შემდეგ, რაც მათი ბებია გარდაიცვალა. თავის სახლში დაბრუნებული, უმცროსი და ფიბი, იპოვნის ძველ წიგნს — "აჩრდილებთა წიგნი" — სხვენში. ინსენტაციის წაკითხვის შემდეგ, წინასწარმეტყველება ახდება. უცნაური და სახიფათო შემთხვევები იწყება, რაც საბოლოოდ მათ დაარწმუნებს რომ ისინი გრძნეულები არიან.

ისინი ასევე გაიგებენ რომ არა მხოლოდ ზებუნებრივ ძალას ფლობენ, არამედ არიან უძლიერესი გრძნეულების მემკვიდრეები, რაც მათ ეგრეთ წოდებულ "მოჯადოებულებს" ხდის. პირველად ოჯახში, მელინდა უორენი, ფლობდა სამ ძალას: გადაადგილო საგნები გონების საშუალებით, შეაჩერო დრო და იხილო მომავალი. მელინდა ბოძზე გაკრული დაწვეს, მაგრამ სანამ გარდაიცვლებოდა, იწინასწარმეტყველა ყოველი გრძნეულის თაობა დროის მანძილზე უფრო ძლიერი გახდებოდა, რომლის კულმინაციას სამი და მოხდენდა. სამივე და დაცულია ყველაზე ძლიერი "სამის ძალით".

ფრუ ჰოლიველი, უფროსი, ყველაზე თავ-დამცავი და, ფლობს ტელეკინეზისის ძალას, რომლითაც შეუძლია გონებით ამა-თუ იმ საგნის გადაადგილება. მისი ძალა გამოწვეულია სიბრაზისგან. თავიდან იგი ძალას თვალებით აკონტროლებს, მაგრამ შემდეგ მას ხელების საშუალებით ფლობს, როგორც მისი წინაპარი ბრიანა და მისი ბებია. მოგვიანებით მის უნარებს დაემატება ახალი ძალა - astral projection, რომლის საშუალებით მას შეუძლია მისი მეორე მე გადააადგილოს ნებისმიერ ადგილას, რის დროსაც იგი უგონოდ იმყოფება. მისი ეს ძალა ვითარდება მისივე ძალა ტელეკინეზისგან, როდესაც იგი იგრძნობს დაუძლურებელ საჭიროებას, იმყოფებოდეს ორ ადგილას ერთად. მაგრამ ამ პერიოდში მას არ შეუძლია იხმაროს ტელეკინეზისის ძალა.

ფაიფერი, თავდაპირველად შუათანა, შემდეგ კი უფროსი და, იღებს ძალას - გააშეშოს საგნები და შეაჩეროს დრო. თავიდან იგი სუსტ კონტროლს უწევს მის ძალას. მას არ შეუძლია დიდი ხნით გაყინოს საგნები, მაგრამ მომავალში მისი ძალა იზრდება, შესაბამისად გაყინული საგნების ხანგრზლივობაც. მას შეუძლია გაყინოს მთელი ოთახი,ან კონკრეტული ნაწილი ან ხალხი. შემდგომში მას ასევე შეუძლია გაყინოს დემონების მხოლოდ თავი, ან ტანის კონკრეტული ნაწილი, რომელიც მას მათ დაკითხვაში ეხმარება. ხალხის გაშეშებისას მას არ უწევს მათთან ერთად ოთახში ყოფნა. ცოტა ხნის შემდეგ როდესაც ფაიფერი თავის ძალების კონტროლს ისწავლის, შეუძლია ააფეთქოს ნებისმიერი რამ, მაგალითად დემონები, საგნები და ა.შ. მისი ძალების გამოყენებას იწვევს შიში, სიბრაზე, პანიკა და მოულოდნელობა.

ფიბი, ჯერ უმცროსი, შემდეგ კი შუათანა და, აქვს უნარი განჭვრიტოს მომავალი, ხილვებისა და წინათგრძნობის საშუალებით.მისი ძალა მოქმედებაში მოდის პიროვნების ან საგანის შეხებისას (ხანდახან მხოლოდ ოთახში ყოფნით). დროთა განმავლობაში მისი ძალა ვითარდება და მას საშუალებელს ხდის მომავალთან ერთად წარსულის მოვლენებიც იხილოს და იგრძნოს ემოციები, როგორც ნამდვილ ცხოვრებში. მაგალითად, მან იგრძო თავისი დედის დახრჩობის ტკივილი, როდესაც წარსულის ხილვა ჰქონდა. ეს ძალა, მის ახალ უნარ ემფატიკურობაზე მეტყველებს. რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც იგი დაკარგავს მომავლის განჭვრიტის უნარს, ძლიერი მუშაობისა და გადაღლილობის გამო, იგი დახმარებას თვითმხილველ ბოშებს სთხოვს, რათა განბლოკონ მისი ძალა. ამ დროს იგი ძლიერ ხილვას ნახავს, სადაც მისი სული მომავალში აღმოჩნდება. მისი ძალა იგრძნოს რა ხდება მის გარშემო, ისე იზრდება რომ დაზიანების შედეგად, იგი ფიზიკურადაც ზიანდება. ფიბის ასევე შეუძლია მისი ხილვა გაუზიაროს, იმას ვიასც მის მსგავსად შეუძლია თვითმხილველობა. იგი საბოლოოდ მოიპოვებს მოქმედ ძალას - აფრენის უნარს. ემფატიკურობის გამო მას შეუძლია იგრძნოს სხვის ემოციები, ასევე შეუძლია უკან მიუბრუნოს დემონის თავდასხმა და ზებუნებრივი ძალები.

ფრუს მოულოდნელი და ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, ფაიფერი და ფიბი გაიგებენ რომ ჰყავთ უმცროსი ნახევარ-და სახელად Paige, მისი მშობლები ფეთი და სემი იყვნენ. სემი ფეთის Whitelighter იყო, დაახლოებით მისი მფარველი ანგელოზი, ამიტომ ფეიჯიც ნახევრად-Whitelighter დაიბადა. სემისა და ფეთის ურთიერთობა, პრაკტიკულად შეუძლებლად მიაჩნდათ, ამიტომ ორივემ ფარულად გადაწყვითეს გაეშვილებინათ თავიანთი შვილი, რომელიც საბოლოოდ "მეთიუზებმა" აიყვანეს. ეს ამბავი კი საიდუმლოდ დატოვეს. ოჯახის ტრადიციის მიხედვით ყოველ მათ შთამომავალსა და ახალშობილს ასო '(ფ)- P'-ით უნდა დაწყებოდა სახელი. მისი ბიოლოგიური მამის ძალის გამო, მას შთამომავლობით ერგო გაქრობის ძალა. თავდაპირველად მას მხოლოდ ერთსა და იმავე ადგილზე გაქრობა და მოქრობა შეეძლო, რომელიც შიშისა და მოულოდნელობით იყო გამოწვეული. მან სწრაფად განავითარა თავისი უნარები და შესძლო სადაც მოინდომებდა იქ გამქრალიყო. წინასწარმეტყველების მიხედვით მესამე დას ტელეკინეზისის (გონებით ნივთების გადაადგილების) ძალა უნდა ჰქონოდა. რადგან იგი ნახევრად-გრძნეული და ნახევრად-whitelighter იყო, მან ფრუს მაგივრად ძალა, ფეთისაგან მიიღო: ფეიჯს შეეძლო გადაადგილებინა საგნები მათი სახელის დაყვირებით; საგანი კი შემდეგ მის ხელებში ჩნდებოდა ან კიდევ ადგილას სადაც იგი ისურვებდა. ფეიჯს ასევე შეუძლია შეიცვალოს თავსისი აღნაგობა და დროებით სხვა ადამიანად გადაიქცეს. სეზონის ბოლოს ფეიჯის Whitelighter მხარე უფრო და უფრო ვითარდება და სრულყოფილ სახეს იძენს, რაც იმაში აისახება რომ მას შეუძლია მაგიურად განკურნოს სხვა დანარჩენები.

შოუს მთავარი თემა დების ნორმალური და ზუბუნებრივი ცხოვრების ბალანსირებაა. თავიანთი საიდუმლოს სხვებისგან დამალვის სიმძიმე ქმნის დაძაბულობებს მეგობრობაში, სამუშაოსა და რომანტიკულ ურთიერთობებში. მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის მათი საიდუმლოს შესახებ და ეხმარებიან პრობლემების მოგვარებაში. მათგან ჸველაზე მნიშვნელოვანი ლეო უაიეტია, მათი Whitelighter, რომელიც დანიშნულია უხუცესების მიერ, რათა დაიცვას და უხელმძღვანოლოს სამ დას. ლეო მათთვის მართლაც ბევრს ნიშნავს, პროფესიონალურად და პერსონალურადაც. იგი კურნავს ჭრილობებს, ურჩევთ მათ რა არის მათთვის უკეთესი და შუამავლობს მათსა და უხუცესებს შორის. ლეოს დებთან მჭიდრო კავშირის შემდეგ შეუყვარდება ერთ-ერთი და ფაიფერი, რომლებიც შემდეგ ცოლ-ქმარი ხდებაინ და ორი შვილი ჰყავთ. მათი საიდუმლოს შესახებ ასევე იციან ინსპექტორმა ენდი ტრიუდომ და დერილ მორისმა, დებმა ქრისთი და ბილი ჯენკინსებმა, ფეიჯის ქმარმა ჰენრი მიტჩელმა და სხვამ.

შოუს გმირები რედაქტირება

მოქმედი გმირები:

  • ალისა მილანო - ფიბი ჰოლივლი
  • ჰოლი მერი კომბსი - პაიპერ ჰოლიველი
  • როუზ მაკგოუნი - პეიჯ მათიუსი

გარდაცვლილი გმირები:

  • შენენ დოერტი - პრუდენს ჰოლიველი
  • ტედ კინგი - ენდი ტრიუდო
  • ჯულიენ მაკმაჰონი - კოულ ტერნერი

ასევე:

  • უხუცესები
  • გრძნეულები (ბილი ჯენკინსი - კელი კუოკო და ა.შ)
  • Whitelighters (ლეო უაიეტი - ბრაიან კრაუსი)
  • სხვა მაგიური ქმნილებები
  • მოკვდავი გარშემომყოფნი (ვიქტორ ბენეტი, დერილ მორისი, შელია მორისი, ჰენრი მიტჩელი და აგენტი მერფი)

მთავარი გმირები რედაქტირება

პრუდენს ჰოლიველი – (შანენ დოერთი) (სეზონები 1–3) რედაქტირება

უფროსი და, დაიბადა 1970 წლის 28 ოქტომბერს. ფლობს თანდაყოლილ ძალას - ტელეკინეზისის (გონებით საგნის გადაადგილება), შემდეგ კი განავითარებს astral projection (სხეულის გათიშვისა და სულით მოქმედების ძალა) უნარს. მონდომებული, გაწონასწორებული, ცივი და ინტელიგენტი. მას შეუძლია ყველაფერი თავისით მოაგვაროს, ხანდახან ზედმეტად თავდამცავია თავის თავისა და დების გამო. მთელი ახალგაზრდობის განმავლობაში იგი უვლიდა უმცროს დებს, ხოლო მათი დედის სიკვდილის შემდეგ მთლიალი პასუხისმგებლობა დაეკისრა. ეს პასუხისმგებლობის გრძნობა ხშირად კამათის საბაბია მასსა და ყველაზე უმცროს, თავისუფალ დის ფიბის შორის, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ორი და უფრო ახლოვდებიან. ზოგჯერ პრუ თავის სიამაყეს აძლევს ნებას უკარნახოს ესა-თუ-ისე გზა პრობლემის გადაწყვეტისა, მაგრამ ის არასოდეს აკავშირებს სამსახურსა და პირად ცხოვრებას ერთმანეთთან. 2001 წლის 17 მაისს, ჯადოქრობის აღმოჩენიდან 3 წლის შემდეგ მას კლავს "შაქსი", დემონური მკვლელი, რომელიც "ბოროტების წყაროს" მიერ გამოგზავნილია.

პაიპერ ჰოლიველი – (ჰოლი მერი კომბსი) (სეზონები 1-8) რედაქტირება

შუათანა და, დაიბადა 1973 წლის, 7 აგვისტოს. პრუს სიკვილის შემდეგ იგი ხდება უფროსი და. მისი ძალები მოიცავს დროის შეჩერებას, რაიმეს აფეთქებასა და გაყინვას. იგი ყველაზე მეტად განიცდის ნორმალური ცხოვრების დაკარგვას და შესაბამისად ყოველთვის აქვს პრეტენზიები თავის ზებუნებრივ ცხოვრებასთან. პირველად, როდესაც გაიგებს რომ არის "მოჯადოებული გრძნეული", არც თუ ისე პრეტენზიული, ჩუმი და თავშეკავებულია, ხშირად უწევს მის ორ დას შუაში ჩაუდგეს კამათის დროს. დროთა განმავლობაში, მისი პერსონა უფრო ძლიერი და აუტორიტეტის მქონე ხდება. საბოლოოდ იგი ორი ბიჭისა (უაიეტისა და ქრისის) და გოგონას დედა ხდება. მის მეუღლესთან ლეო უაიეტთან ერთად, ბევრი რამის გადატანა უხდება, რათა დაიცვას შვილები. მისი კარიერა - კულინარიული ხელოვნება, მას საშუალებას მისცემს გახსნას საკუთარი კლუბი, შემდეგ კი საკუთარი რესტორანი.

ფიბი ჰოლიველი – (ალისა მილანო) (სეზონები 1-8) რედაქტირება

უმცროსი და, დაიბადა 1975 წლის 2 ნოემბერს. პრუს სიკვდილის შემდეგ ხდება შუათანა და. იყო ორიგინალური ბავშვი და თვითნებური ხასიათის ახალგაზრდა. აქვს მომავლის განჭვრეტის უნარი, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება და საშუალებელს ხდის მომავალთან ერთად წარსულიც დაინახოს. რამდენიმე ხნის შემდეგ იგი მოიპოვებს ფრენისა (ბრძოლის ილეთად იყენებს) და ემათიიის ძალას. საბოლოოდ იგი ბოლო ორ ძალას კარგავს, რადგან იგი მათ პერსონალური მიზნებისთვის იყენებდა. არის რომატიული, მოგვიანებით ხდება წარმატებული ჟურნალისტი. სანამ მისი უფროსი და მოკვდებოდა, მას ტურბულენტური დამოკიდებულება ჰქონდა პრუსთან, შემდგომში კი სწორედ მას უწევს უფროსი და უმცროსი დების შორის დგომა, შეკამათების დროს; ფიბის ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა ქოულ ტურნერთან, შემდეგ კი ქუფთან. 2006 წელს, ბედის ანგელოზი დააქორწინებს ფიბისა და ქუფს, და ეყოლებათ სამი ქალიშვილი. იგი გაგანაგრძობს მუშაობას Bay Mirror-ში და დაწერს საკუთარ წიგნს სიყვარულის პოვნის შესახებ.

პეიჯ მეთიუსი – (როუზ მაკგოუენი) (სეზონები 4–8) რედაქტირება

ყველაზე უმცროსი და. დაიბადა 1977 წლის, 2 აგვისტოს. საიდუმლო სიყვარულის შედეგად, სემსა და ფეთის ქალიშვილი გაუჩნდათ და ტრადიციის მიხედვით პეიჯი დაარქვეს. მათ პეიჯი ეკლესიის კარის წინ დატოვეს, რადგან მის მშობლებს შორის სიყვარული წესის თანახმად აკრძალული იყო. აყვანილ იქნა მეთიესების მიერ, როდესაც სულ პატარა იყო. სკოლაში სწავლისას, ხშირად უსიამოვნენბებს აწყდებოდა. ხასიათიდ თავდაჯერებული, უკომპლექსო და ენერგიულია, იგი შოუს ახალ დინამიკას სძენს მეოთხე სეზონიდან. მისი თანდაყოლილი ძალა არის ტელეკინეზისი (გონებით ნივთების გადააგილება), მაგრამ რადგან იგი ნახევრად-Whitelighter-ია, მას კიდევ გააჩნია ერთი უნარი - გაქრობა. იგი ჯადოქრობას მალევე ეგუება. შემდგომში შეძლებს ბოროტების წყაროს განადგურებაში დიდი წვლილის შეტანას. მერვე სეზონში, მას უკვე შეუძლია შეახორცოს ჭრილობები. იგი მზადაა მთელი თავისი ცხოვრება გრძნეულად გაატაროს და უჭირს მოძებნოს სამუშაო, რომლითაც კმაყოფილი დარჩება. გიდეონის - მაგიური სკოლის დირექტორის - სიკვდილის შემდეგ, იგი თხოვს უხუცესებს შეინარჩუნონ მაგიური სკოლა. ისინი იმ პირობით თანხმდებიან თუ სკოლას პეიჯი უხელმძღვანელებს და დაიცავს სტუდენტების უსაფრთხოებას. საბოლოოდ იგი დატოვებს სკოლას, თავისი სხვა მოვალეობების გამო და მის ცოლისძმას ლეო უაიეტს მიანდობს. პეიჯი ქორწინდება ოფიცერ ჰენრი მიტჩელზე, რომლებსაც ტყუპი გოგონები და ვაჟიშვილი ჰენრი უმცროსი ეყოლებათ.

ლეო უაიეტი – (ბრაიან კრაუზი) (სეზონები1–8) რედაქტირება

ლეო დების Whitelighter-ია (ერთგვარი მფარველი ანგელოზი, რომელიც ატყობინებს საფრთხის მოახლოებას, იცავს ბოროტებისგან და სულ რამდენიმე წამში კურნავს მათ ჭრილობებს). დასაწყისშივე მას და პაიპერს ერთმანეთი უყვარდებათ. დასაწყისში მათ თავიანთი ურთიერთობა წარმოუდგენელად მიაჩნდათ, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდებიან, რომ უერთმანეთოთ ვერ ძლებდნენ. ისინი ოფიციალურად დაქორწინდებიან და ეყოლებათ სამი შვილი - ორი ბიჭი და ერთი გოგო. ლეო არა მხოლოდ მათი Whitelighter და პაიპერის მეუღლეა, არამედ იგი მათი ნორმალური ცხოვრების ყოველდღიური მონაწილეა, იგი ურჩევს რა არის უკეთესი მათთვის, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამა-თუ-იმ სიტუაციაში და ა.შ. ლეო ნორმალური და მაგიური ცხოვრების ბალანსირებაში დიდ დახმარებას უწევს სამივე დას.

მეორეხარისხოვანი გმირები რედაქტირება

ენდი ტრიუდო - (ტედ კინგი) (სეზონი 1) რედაქტირება

ენდი სამივე დის, ბავშვობის მეგობარი და ფრუს შეყვარებულია. იგი პოლიციის მთავარი ოფიცერია და როდესაც შეიტყობს, რომ დები კეთილ საქმეს ემსახურებიან, იგი ინარჩუნებს კავშირს დებსა და პოლიციას შორის, რითაც დიდ დახმარებას უწევს მათ. 1999 წლის, 26 მაისს, დემონი როდრიგეზი კლავს ეისს, როდესაც ცდილობს დაიცვას დები მისგან. მისი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, ფრუ ასევე მოკვდება დემონ შაქსის მიერ, 2001 წლის 17 მაისს.

დერილ მორისი – (დორიან გრეგორი) (სეზონები 1–7) რედაქტირება

დერილი, რომელიც ერთ დროს ენდის პარტნიორი იყო, დებსა და პოლიციას შორის კავშირს ამყარებს. იგი აგრძელებს მათ დაცვას პოლიციისგან, დახმარებას დემონებისგან და ა.შ. ზოგჯერ კი თვითონაც ხდება მაგიური მოვლენების მსხვერპლი. ბოლოს კი მისი მეუღლე აიძულებს საცხოვრებლად აღმოსავლეთ სანაპიროზე გადავიდნენ. როდესაც იგი კინაღამ შეეწირება მაგიურ მოვლენას, იგი სასტიკად გაბრაზდება და დების ნახვის სურვილს დაკარგავს, მაგრამ როდესაც შეიტყობს რომ მათ არაფერი დაიშურეს მის გადასარჩენად და რომ მათ მსოფლიო იხსნეს დიდი ბოროტებისგან, იგი აღადგენს ძველებურ ურთიერთობას და ისევ ოჯახის წევრებად ჩათვლის მათ.

დენ გორდონი – (გრეგ ვოგენი) (სეზონი 2) რედაქტირება

დენი და მისი დისშვილი - ჯენი საცხოვრებლად, დების სახლის გვერდით გადადიან. დენს ფაიფერი ნახვის შედეგად შეუყვარდება. ისინი დროებით ერთმანეთს ხვდებიან, მაგრამ როდესაც მიხვდება რომ იგი ვერ ცვლის ფაიფერის ცხოვრებაში ლეოს ადგილს, მისი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრება.

კოლ ტერნერი – (ჯულიენ მაკმაჰონი) (სეზონები 3–5) რედაქტირება

კოლი, ფიბის პირველი ქმარია. იგი ნახევრად დემონია, რომელიც "მოჯადოებულების" დამარცხებას ცდილობს, მაგრამ უცებ შეუყვარდება ერთ-ერთი და - ფიბი, რაც ყველაფერს ამოაბრუნებს. ის მეტად ძლიერი დემონია, ძალიან დიდ და მძლავრ ძალებს ფლობს. სიყვარულის შედეგად იგი დების მხარეს გადადის და იცავს მათ მიწისქვეშა დემონებისგან. როდესაც იგი საბოლოოდ ბოროტი გახდება და ამას ვეღარავინ უშველის, დები საკუთარი ხელებით გაანადგურებენ მას. მაგრამ სიკვდილის შემდეგ იგი იდუმალად ადევნებს თვალს ფიბის.

კრის პერი (ჰოლიველი) – (დრიუ ფალერი) (სეზონი 6) რედაქტირება

ფაიფერისა და ლეოს მეორე შვილი კრის ჰოლიველი, ცნობილი როგორც კრის პერი. იგი მომავლიდან დაბრუნდა რადგან გაენადგურებინა დემონები და მისი უმცროსი ძმა დაეცვა ბოროტებისგან. კრისი თავიდან საიდუმლოდ ინახავს თავის წარმომადგენლობას მათ ოჯახში, იგი არ ამხელს რომ ფაიფერისა და ლეოს შვილია, რადგან არ აქვს უფლება მომავალი შეცვალოს, მაგრამ საბოლოოდ იძულებული ხდება. იგი იმ დღეს კვდება როდესაც ფაიფერი მას გააჩენს. შემდეგ კი შოუში ახალდაბადებულის სახით გვევლინება. კრისი ნახევრად-Whitelighter და ნახევრად-გრძნეულია.

ბილი ჯენკინსი– (ქელეი კუოკო) (სეზონი 8) რედაქტირება

ბილი ფეიჯის მოვალეობაა, რადგან ის მისი Whitelighter-ია. ბილი თავის შესაძლებლობებში ძალიან დარწმუნებულია, მაგრამ მაინც უწევს დების გაკვეთილების მოსმენა. ისინი ერთად ცდილობენ შეინარჩუნონ ნორმალური ცხოვრება. იგი გრძნეულია მათ მსგავსად და მათ დემონების განადგურება ერთად უწევთ. თავისი დაკარგული დის პოვნის შემდეგ, გაიგებს რომ დას დემონური მიზნები აქვს დასახული, რომელიც აიძულებს უღალატოს "მოჯადოებულებს", მაგრამ საბოლოოდ ბილი დების მხარეს დადგება და მოუწევს თავის დის განადგურება, თავის დაცვის მიზნით. იგი ჰოლიველების ოჯახის წევრი ხდება.

ასევე რედაქტირება

  • პენელოპე "ფენი" ჰოლიველი – (ჯენიფერ როდსი) - დების ბებია, ძლიერი გრძნეული, რომელიც გულის შეტევით დაიღუპება, მაგრამ მათ ზედამხედველობას არასდროს წყვეს და ასევე ნებისმიერ დროს შეუძლია ამქვეყნიურ სხეულით მოევლინოს მათ და დაეხმაროს ამა-თუ-იმ პრობლემის მოგვარებაში.
  • ფატრიცია "ფეთი" ჰოლიველი - (ფინოლა ჰუისი) მოჯადოებულების დედა, ძლიერი გრძნეული. დაიღუპება დემონთან შებრძოლებისას მდინარეში. ჰყავდა ქმარი, რომლისგანაც სამი გოგონა ფრუ, ფაიფერი და ფიბი შეეძინა. ასევე ჰქონდა ფარული რომანი მის Whitelighter-თან, რომლისგანაც მეოთხე გოგონა - ფეიჯი შეეძინა.
  • სემუელ უილდერი – (სკოტ ჯეკი – სეზონები 2, 5, 8) ფეთის Whitelighter. მისი შვილიია ფეიჯი. იგი კვლავ განაგრძობს თავის საქმიანობას.
  • ვიქტორი ბენეტი – (ტონი დენისონი – სეზონი 1) (ჯეიმზ რიდი – სეზონები 3-8) ფრუს, ფაიფერისა და ფიბის მამა. მათი ცხოვრებიდან დროებით დაკარგული იყო, რამაც მათ შორის დროებითი უთანხმოება გამოიწვია, მაგრამ მათ ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყვიტეს და ერთმანეთთან საკმაოდ კარგი და ახლო დამოკიდებულება დაიჭირეს.
  • ელის როსმენი – (რებეკა ბოლდინგი – სეზონები 4–8) ფიბის სამსახურის ხელმძღვანელი და მმართველი. იგი თავის საკუთარ გაზეთს ფლობს, რომელსაც ფიბი დიდ წარმატებას მოუტანს და შესაბამისად ელისიც მას ძალიან შეიყვარებს.
  • შელია მორისი – (სანდრა პროსპერი – სეზონები 5–7) ინსპექტორი დერილის მეუღლე, იცის "მოჯადოებულების" შესახებ.
  • ჯეისონ დინი – (ერიკ დაინი – სეზონები 5–6) ფიბის დროებითი შეყვარებული, ერთმანეთს სამუშაოზე გაიცნობენ, რის შედეგადაც დაიწყებენ ერთმანეთის ნახვას. იგი საბოლოოდ გაიგებს მათი მაგიური საყაროს და ძალების შესახებ და სამუდამოდ გაქრება მათი ცხოვრებიდან.
  • პატარა უაიეტ მეთიუ ჰოლიველი – (ჯეისონ და ქრისტოფერ სიმონსი – სეზონები 5–8a) ფაიფერისა და ლეოს შვილი. იგი ძალიან ძლიერ ძალებს ფლობს, რის გამოც დემონების მთავარ მიზანს წარმოადგენს, მათ სურთ შეიპყრონ, ბოროტად აქციონ და თავისი მიზნებისთვის გამოიყენონ იგი. მას დიდი მომავალი აქვს, თავისი ძალებით, შეუძლია ყველაფერი მოიმოქმედოს. ქვეყანაზე დაბადებელ მაგიურ ქმნილებს შორის ყველაზე ძლიერია...
  • ინსპექტორი შერიდანი – (ჯენია ლანო – სეზონები 6–7) ინპექტორი, რომელიც დაინტერესებულია მოჯადოებულების საიდუმლო გატაცებებით და განუწყვეტლივ ცდილობს მათი საიდუმლოს გამომჟღავნებას.
  • მოზრდილი უაიეტ მეტიუ ჰოლიველი – (უეს რემსი – სეზონები 6–8) მოზრდილი უაიოტ ჰოლიველი.
  • პატარა ქრის ჰოლიველი (სეზონები 7-8) ახალშობილი ქრის ჰოლიუელი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება